• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • გაცვლითი პროგრამა პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტში

    27 აგვისტო, 2018

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტთან (https://www.vse.cz/english/)  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 3 საუკეთესო სტუდენტის შესარჩევად.

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.

    შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გაცვლაში მონაწილეობის მიღების მსურველ ბაკალავრიატის სტუდენტს დასრულებეული უნდა ჰქონდეს სწავლის ერთი წელი, ხოლო მაგისტრატურის სტუდენტს ერთი სემესტრი;

    კრედიტების აღიარება: პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტში აღებული კრედიტების აღიარება მოხდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის შესაბამისი სასწავლო პროგრამის ფარგლებში.

    ჩეხეთში სწავლის ხანგრძლივობა
    ერთი სემესტრი (2019 წლის გაზაფხულის სემესტრი: 11 თებერვალი - 21 ივნისი, 2019)

    სასწავლო განრიგის, საგნების ჩამონათვალის,პრაღაში ცხოვრების და ბინის დაქირავების საფასურთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

    https://ozs.vse.cz/english/wp-content/uploads/2018/08/Factsheet_Overseas_2018-2019_update.pdf

    სწავლის საფასური:

    პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტთან გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტებს არ მოუწევთ პრაღაში სწავლის საფასურის გადახდა. თუმცაღა, შერჩეულმა სტუდენტებმა უნდა დაფარონ GIPA-ში  მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური.

    შენიშვნა: შერჩეულმა სტუდენტებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო მგზავრობის, ბინის, სავიზო მოსაკრებლისა, დღიური  და დაზღვევის ხარჯები!

    საკონკურსო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
    • ერთი სარეკომენდაციო წერილი გაცემული Gipa-ს აკადემიური პერსონალის/ კოორდინატორის მიერ (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერით დამოწმებული);
    • ნიშნების ფურცელი

    დაინტერესებულმა სტუდენტებმა / 19 სექტემბრის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი  შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge

    სტუდენტთა შესარჩევი პროცესი:

    • დოკუმენტაციის შემოწმება;
    • გასაუბრება აპლიკანტთან ქართულ და ინგლისურ ენაზე

    შერჩევის კრიტერიუმები: 3 საუკეთესო აპლიკანტი გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

    • მაღალი GPA
    • ინგლისურ ენის ცოდნის მაღალი დონე
    • დახასიათება/რეკომენდაცია
    • აპლიკანტის მოტივირება

    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით  ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11

    არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!