2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის
ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ მე-5 მუხლის, ა(ა)იპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მუხლი #7-ის (სტუდენტის მობილობის წესი) საფუძველზე:
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- ა(ა)იპ საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის მსურველ სტუდენტთა მიერ შიდა მობილობის შესახებ განცხადების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 27 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით.
- შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების მიერ წარმოსადგენ დოკუმენტების ნუსხად განისაზღვროს:
ა) განცხადება შესაბამისი სკოლის დეკანის სახელზე;
ბ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (დამოწმებული ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის მითითებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შიდა მობილობის შესახებ სტუდენტთა განცხადების განხილვისა და კრედიტების აღიარების ვადა განისაზღვროს 2018 წლის 3 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით.
- სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 10 სექტემბერი;
- ბრძანება გამოქვეყნდეს ვებ-გვერდზე www.gipa.ge
- საქმისწარმოების მენეჯერმა უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა ყველა დაინტერესებული პირისთვის და შიდა მობილობის შედეგების გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში მიაწოდოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.