იმიტირებული პროცესი საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალში. ჩატარდა შემდეგი სპეციფიკით: გუნდები დაიყვნენ სასემინარო ჯგუფების მიხედვით, თითოეულ გუნდს მოუწია გამოსულიყო როგორც საოჯახო, ისე მემკვიდრეობისსამართლის პროცესზე. იმიტირებული პროცესი მაქსიმალურად მიახლოვებული იყო რეალური პროცესის სპეციფიკას. მხარეები წარმოდგენილ იყვნენ ორ-ორი ან სამ სამი ადვოკატით, ხოლო მათ საქმეს თითოეული კაზუსის შემთხვევაშიიხილავდა სამი მოსამართლე. მემკვიდრეობის სამართლის კაზუსი ეხებოდა კანონით მემკვიდრეებსა და ანდერძისმიერ მემკვიდრეებს შორის სამკვიდრო ქონების განაწილების წესს და სპეციქიკას საოჯახო სამართლის კაზუსი ეხებოდაგანქორწინებულ მეუღლეთა შორის ქონების გაყოფის წესს. პროცესის ჩატარების ადგილი-საქართველოს უზენაესი სასამართლო.