სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისთვის შრომის სამართალში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელსაც ორგანიზება ჯიპასთან ერთად მისმა მოწვეულმალექტორმა - ნინო ბორგვერაძემ გაუწია. აღნიშნული პროცესი შეეხებოდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას. კერძოდ, მხარეებს შორის ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულების უხეში დარღვევის გამო. აღნიშნულის თაობაზემოსარჩელე მხარე მოითხოვდა ბრძანების ბათილად ცნობას განთავისუფლების შესახებ და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენას, ხოლო მოპასუხე მხარეს უნდა დაემტკიცებინა, რომ ხელშეკრულება კანონიერო საფუძვლით იქნაშეწყვეტილი. კურსი სასემინარო ჯგუფების მიხედვით დაყოფილი იყო მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებად, რომლებსაც ჰყავდათ მოწმეები და სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა 3 მოსამართლის სახით. სასამართლო პროცესისგამართვამდე, მხარეებმა სასამართლოს წარუდგინეს სარჩელი და შესაგებელი თანდართული მტკიცებულებებით. აღნიშნული დავა ერთ შემთხვევაში მოსარჩელეების სასიკეთოდ გადაწყდა, ხოლო მეორე შემთხვევაში მოპასუხეების, რაცსაქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეჯიბრობითობის პრინციპს ეყრდნობოდა.