საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის გუნდმა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლოს საერთაშორისო შეჯიბრზე მონაწილეობა მიიღო.
ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი მსოფლიოში ყველაზე მაშტაბური და პრესტიჟული იმიტირებული პროცესია, სადაც 550-ზე მეტი სამართლის სკოლის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას 80-ზე მეტი ქვეყანიდან. კონკურსის ფორმატი მოიცავს ქვეყნებს შორის სიმულაციურ დავას საერთაშორისო სასამართლოსა და გაერთინაებული ერების ორგანიზაციის სასამართლო ორგანოს წინაშე.
1997 წელს საქართველოდან წარდგენილმა გუნდმა პირველად მიიღო შეჯიბრებაში მონაწილეობა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ეროვნული შეჯიბრის ყოველწლიურად ჩატარებას. Jessup-ის სახელობის შეჯიბრში მონაწილე GIPA-ს გუნდმა, რომელიც შედგებოდა ქეთევან გივიშვილის, ქეთევან არახამიას, თამარ აბზიანიძის და მარიამ მეგრელიშვილისგან, GIPA-ს მეორე გუნდია რომელმაც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ პროექტში და ეროვნულ შეჯიბრზე მეორე ადგილი დაიკავა.