2014 წელს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლას და მასარიკის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს (ჩეხეთის რესპუბლიკა) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. სხვადასხვა სამეცნიერო, კვლევით და საგანმანათლებლო აქტივობებთან ერთად, თანამშრომლობა ითვალისწინებს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის და მასარიკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 3-13 ნოემბერს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ლექტორმა გიორგი ხატიძემ, მასარიკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტში, სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე წაიკითხა ლექციათა კურსი საერთაშორისო საინვესტიციო სამართალში.