2018 წლის 15 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით
ადვოკატთა სკოლის ეგიდით ჩატარდა 9 კვირიანი პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემსწავლელი ტრენინგ კურსი, რომლის მიზანსაც ცოდნის გაღრმავება და ევროპელი ადვოკატების მიერ მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების და თეორიული საკითხების კუთხით გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა,
რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა 1 კვირიანი ტრენინგი ქალაქ პრაღაშიც გაიარეს. აღნიშნულ კურსში მონაწილეობა ჯიპას სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებმაც მიიღეს. 1 კვირის განმავლობაში მონაწილეები ესტუმრნენ ჩეხეთის ადვოკატთა ასოციაციას, ჩეხეთის ადვოკატთა სასწავლო ცენტრს. 1 კვირიანი სტუმრობის დასასრულს კი ჩეხეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც საქართველოს ელჩი ბატონი ზაალ გოგსაძე ხელმძღვანელობდა.
აღნიშნული კურსის გავლის შედეგად ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ ორი დამოუკიდებელი სერთიფიკატი. საქართველოში გავლილი კურსისთვის ცალკე, ხოლო პრაღაში გავლილი კურსისთვის ცალკე დამოუკიდებლად.