„მოკლევადიანი კურსები საჯარო მოხელეთათვის“ (GIPA/MSI/USAID)

02 აპრილი, 2013

„მოკლევადიანი კურსები საჯარო მოხელეთათვის“ (GIPA/MSI/USAID)

2013 წლის აპრილიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლა ახორციელებს USAID-ის „დემოკრატიული მმართველობის პროგრამის“ (G3) მიერ დაფინანსებულ პროექტს „მოკლევადიანი კურსები საჯარო მოხელეთათვის.“

პროექტი ხორციელდება აპრილი-დეკემბრის განმავლობაში და მიზნად ისახავს საშუალო და მაღალი რგოლის 3000 საჯარო მოხელის გადამზადებას შემდეგ სფეროებში: მმართველობა; საჯარო ინფორმაციის თავისუფლება და „პარტნიორობა ღია მმართველობისათვის“ ინიციატივის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მექანიზმები; ეთიკა საჯარო სექტორში; ადამიანური რესურსების მართვა; პროექტის მართვა, მონიტორინგი და შეფასება; სტრატეგიული დაგეგმარება; საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო; პოლიტიკის შემუშავების პროცესი; მოქალაქეთა მონაწილეობა მმართველობაში; პრეზენტაციისა და წერის უნარები.

პროექტს ახორციელებს „დემოკრატიული მმართველობის პროგრამის“ (G3) მიერ კონკურსის წესით შერჩეული ორგანიზაციების კონსორციუმი, რომელსაც სათავეში უდგას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ხოლო წევრები არიან ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC), პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფი (PMCG) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.