პრაქტიკული კურსი მართვის ფსიქოლოგიაში
პროგრამის შესახებ
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოციალურ მეცნიერებათა სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან (6 კვირა) პრაქტიკულ სასერთიფიკატო კურსს მართვის ფსიქოლოგიაში.
პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან მართვის და/ან საორგანიზაციო ქცევის ფსიქოლოგიური კანონზომიერებებით.
პროგრამის მიზანია მენეჯერებისა და სხვადასხვა რგოლის მმართველების ფსიქოლოგიური მომზადების უზრუნველყოფა, მათი პროფესიული კომპეტენციის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება, გადაწყვეტილების მიღებისა და სტრატეგიული დაგეგმარების ეფექტური უნარის განვითარება, სტრესის და მისი მართვის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მექანიზმებში გარკვევა, ორგანიზაციული სტრესის მართვის ტექნიკების შესწავლა და სხვა.
კურსი ინტერაქტიურია და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას.
პროგრამის აღწერილობა /თემები
1. ორგანიზაციების მართვა - 6 შეხვედრა
- მენეჯმენტის პროცესი
- გადაწყვეტილების მიღება, სწავლება, შემოქმედებითი პროცესი და სიახლეები
- დაგეგმვა და სტრატეგია
- ორგანიზება და ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება; ორგანიზაციული კონტროლი და ორგანიზაციული კულტურა
- ლიდერობა და მართვა
- ორგანიზაციული კონტროლი
2. საორგანიზაციო ქცევა - 6 შეხვედრა
- სამუშაოს ანალიზი, სამუშაოს აღწერილობა, სამუშაოს სპეციფიკაცია
- სამუშაოზე მოზიდვა და შერჩევა
- სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასება
- თანამშრომელთა სწავლება(ტრენინგი)
- თანამშრომლების მოტივირება
- გადაწყვეტილების მიღება
- კონფლიქტის მართვა
- დროის მართვა
- ლიდერობა
3. კომუნიკაციის ფსიქოლოგია - 6 შეხვედრა
- შესავალი კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში
- კოგნიტური ფსიქოლოგიის არსი და რაობა კომუნიკაციის თეორიის ჭრილში
- ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
- სწორი კომუნიკაციის როლი მართვის პროცესებში
- ინტერპერსონალური კომუნიკაცია და მისი როლი ლიდერის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში
- მანიპულაცია, როგორც კომუნიკაციის ფორმა. მანიპულაციისგან თავდაცვა
- საუბარი, „დარწმუნების ფსიქოლოგია“ და ტექნიკები
4. სტრესის ფსიქოლოგია - 6 შეხვედრა
- სტრესის შესწავლის ისტორია და განსაზღვრება; სტრესის სახეები; სტრესის ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური და ქცევითი ნიშნები; სტრესით გამოწვეული ყოფითი, პროფესიული და სამედიცინო პრობლემები
- სტრესის და მისი მართვის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მექანიზმები
- სტრესის მართვის ყოფითი საშუალებები (ქოფინგ სტრატეგიები); რელაქსაციის რელიგიური ფუნქცია და სისტემები(შამანიზმი, იოგა, დაოიზმი, ბუდიზმი, ისლამი, ქრისტიანობა)
- პასიური და აქტიური მედიტაცია- ისტორია, ტექნიკა და მექანიზმები. აქტიური მედიტაცია და ხერხემლის რელაქსაცია
- ემოცია, სტრესის მართვის ტექნოლოგია და განწყობა
- სტრესი და რელაქსაცია საკუთარი თავის პროგრამირებაში
- პროფესიული სტრესი და მისი მართვა
- ორგანიზაცია, როგორც სტრესის გენერატორი. ინტერვენციები: პრობლემის გადაჭრაზე მიმართული ქმედება, რისკების მართვა, ტრენინგი და მხარდაჭერა
- სტრესის პრევენცია სამუშაო ადგილას (ინდივიდუალური, ორგანიზაციული, ინდივიდუალურ-ორგანიზაციული მიდგომები
პროგრამის განმახორციელებლები:
- რამაზ საყვარელიძე - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
- მამუკა მახათაძე - ვეიქ ფორესთის უნივერსიტეტის(აშშ) ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, მედიცინის დოქტორი
- თინა ჩხეიძე - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
- ლევან ზარდალიშვილი - ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი
ტექნიკური აღწერილობა:
სწავლის ხანგრძლივობა: 6 კვირა. სწავლა დაიწყება 2014 წლის 17 ნოემბერს. ლექციები ჩატარდება კვირაში ოთხჯერ საღამოობით 18.30-დან 21.00-მდე. საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2014 წლის 15 ნოემბერი.
კურსის მოცულობა: 60 საათი
პროგრამის ღირებულება: 745 ლარი
სწავლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი მართვის ფსიქოლოგიაში
მისაღები პროცედურა:
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- პირადობის მოწმობის ასლი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა - ლინკი
- ავტობიოგრაფია (CV)
საკონტაქტო პირი: მარინა კვიცარიძე; მობილური: 595 959096
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
მისამართი: გორგასლის 101; ტელეფონი: 249 75 45; ელ-ფოსტა: kh.beraia@gipa.ge