საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლამ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს საჯარო სამსახურში არსებული გამოწვევებისა და პრობლემატური საკითხების გამოვლენა.
კვლევის ფარგლებში ჩატარდა ინტერვიუები მაღალი რგოლის საჯარო მოსამსახურეებთან, მათ შორის მინისტრებსა და მინისტრის მოადგილეებთან, საშუალო და დაბალი რგოლის საჯარო მოსამსახურეებთან, სსიპ-ის ხელმძღვანელებთან, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელებთან.
ორშაბათს, 20 ოქტომბერს, 16 საათზე გაიმართა აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში. შეხვედრაზე ასევე შედგა საქართველოს საჯარო სამსახურის კონცეფციის წარდგენა.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს საჯარო და არასამთავრობო სექტორის, დონორი ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.