ბ რ ძ ა ნ ე ბ ა N01-14/066
2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ მე-5 მუხლის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რეგულაციის (სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტის და მობილობის წესი) პუნქტი #4 და #5 - ის საფუძველზე:
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში საგანმანათლებლო პროგრამაზე 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის მსურველ სტუდენტთა მიერ შიდა მობილობის შესახებ განცხადების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 2 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით.
- შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების მიერ წარმოსადგენ დოკუმენტების ნუსხად განისაზღვროს:
ა) განცხადება შესაბამისი სკოლის დეკანის სახელზე;
ბ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (დამოწმებული ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის მითითებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შიდა მობილობის შესახებ სტუდენტთა განცხადების განხილვისა და კრედიტების აღიარების ვადა განისაზღვროს 2014 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
- სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 11 სექტემბერი;
- შიდა მობილობის შესახებ რექტორის ბრძანება გამოქვეყნდეს 2014 წლის 2 სექტემბერს.
- ბრძანება გამოქვეყნდეს ვებ-გვერდზე www.gipa.ge
- რექტორის თანაშემწემ ლიკა კაკაბაძემ უზრუნველყოს ბრძანების დაყვანა ყველა დაინტერესებულ პირებამდე და შიდა მობილობის შედეგები გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში მიაწოდოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
- ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.