ცხადდება მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ერთობლივ ორმაგი ხარისხის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე მიგრაციის მართვაში.
მიგარციის მართვის სამაგისტრო პროგარამა შემუშავებულ იქნა ტემპუსის პროექტის: “მიგრაცია და უმაღლესი განათლება უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის” ფარგლებში, კონსორციუმში შემავალი 16 პარტნიორი უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობით.
სამაგისტრო პროგრამის მთავარი უპირატესობები:
- ევროკავშირის წამყვანი პროფესორებისა და უნივერსიტეტების ჩართულობა სასწავლო პროცესში;
- სტუდენტების სტაჟირების უზრუნველყოფა მიგრაციაზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებში (მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე);
- სტუდენტების მობილობა სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში;
- ორმაგი ხარისხი;
- დაბალი გადასახადი სწავლაზე – სემესტრულად 1125 ლარი რომლის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად (ყოველი სემესტრის დასაწყისში და ბოლოს); ამას გარდა სწავლის საფასურზე ვრცელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად მოპოვებული გრანტი.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ჰუმანიტარული მეცნიერებები; სამართალი; ეკონომიკა და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, წარმატებით გადალახავს საერთო სამაგისტრო გამოცდების ზღვარს (ტესტის ტიპი - A), ჩააბარებს წერით გამოცდას სპეციალობაში (ზოგადი ცოდნა მიგრაციის შესახებ) და გამოცდას ინგლისურ ენაში (ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი გათავისუფლდება უცხო ენის გამოცდისაგან).
მაგისტრატურაში მიღების ვადები:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) - 1 - 4 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 8 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 10 - 12 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 10 სექტემბერი;
ზ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 12 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;
ი) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 12 - 16 სექტემბერი;
კ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 17 სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან -18 - 23 სექტემბერი;
მ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 24 სექტემბერი;
ნ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 29 სექტემბერი.
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CDD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2014 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
ჩაბარების მსურველები გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ნინო ფარსადანიშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მობ.: 599 65 95 77; nino.parsadanishvili@tsu.ge
თინათინ სამხარაძე – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) მობ.: 599 79 79 29; t.samkharadze@gipa.ge