კონფერენცია სახელად ''მეწარმეობა და განათლება''

01 ივლისი, 2017

"მეწარმეობა და განათლება" ამ თემაზე 30 ივნისს ტექნოპარკში GIPA-სა და მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის (MSM) ერთობლივი კონფერენცია გაიმართა. მასში მონაწილეობა საერთაშორისო მკვლევარებმა და ადგილობრივმა პროფესორებმა მიიღეს. კონფერენციაზე განხილული იქნა ისეთი თემები, როგორიც არის ენტერპრენორული უნივერსიტეტის კონცეფცია, ინოვაციების და მოქალაქეების აღზრდის პრინციპები და სხვა მრავალი. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას მიეცათ შესაძლებლობა აქტიურად ჩართულიყვნენ ზემოთ აღნიშნული თემების ირგვლივ წამოჭრილ დისკუსიაში.