საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი

31 აგვისტო, 2017

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით 2005 წლის აპრილიდან წარმატებით ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას.

პროგრამის მიზანია, რეგიონებში თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა, განათლების დონის ამაღლება, არსებული შესაძლებლობების გაზრდა, ინსტიტუციური განვითარება, კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის მდგრადი სოციო-ეკონომიკური პირობების შექმნა, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სწორი მმართველობისა და პოლიტიკის შემუშავება.

პროგრამის საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს: სოფლის მეურნეობა, ვეტერინარია, ცხოველთა ჯანმრთელობა, სურსათის უვნებლობა, სოფლის მეურნეობის სტატისტიკა, აგრობიზნესი, პროფესიული განათლება და სოფლის ეკონომიკური მდგომარეობა.

2005 წლიდან ხორციელდება შემდეგი პროექტები:

ინტეგრირებული სოციო-ეკონომიკური ზონა (ISEZ). აღნიშნული პროექტის მიზანია, შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის გაძლიერება, აგრობიზნესის ხელშეწყობა და ომით დაზარელებული მოსახლეობის აქტივობის გაზრდა, რაც თავის მხრივ დაეხმარება რეგიონს კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში.

რეგიონული ვეტერინარული ასოციაციები (VRA). მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონულმა ვეტერინარულმა ასოციაციებმა, ვეტერინარული სფეროს გაფართოებისა და ვეტერინარებისათვის ხელშეწყობის მიზნით, 100-ზე მეტი ვეტერინარი გააერთიანეს.

ასოციაციების მართვის ცენტრი (AMC) წარმოადგენს ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების კოალიციას და მთავარ როლს ასრულებს ისეთი საქმიანობების განხორციელებაში, როგორიცაა: ვეტერინართა რეგიონულ ასოციაციებს შორის კოორდინაცია, ასოციაციასა და სახელმწიფოს შორის ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბება, მცირე ზომის ასოციაციების ზედნადები ხარჯების შემცირება, ადმინისტრაციული მომსახურების მიწოდება. აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომია საწევრო სისტემის გამოყენებით.

ექსტენციური ტრენინგის სესიები საპილოტე მოდელი აღნიშნულ საკითხში ეფუძნება ამერიკის შეერთებული შტატების ლენდ გრანტის უნივერსიტეტის გამოცდილებას.

GRDP/GIPA-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შესაძლებლობათა გაძლირების პროექტის (Capacity Building of Georgian National Statistics Office) წარმატებით განხორციელებაში.

ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭო (NAHP Steering Group) სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს საკონსულტაციო ფუნქციის გაძლირებაზე, ხელს უწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციის გაზიარებას და სწორ მიმართულებას აძლევს დონორებს მდგრად პროექტებში ინვესტიციების განსახორციელებლად.

GRDP/GIPA-ს პარტნიორი ორგანიზაციები და სააგენტოები:

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი - USDA
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი - UNHCR
ევროკომისია - European Commission - EC
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID
გაეროს ბავშვთა ფონდი - UNICEF
გაერთიანებული განვითარების ალტერნატივები - DAI
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოში - Millennium Challenge Georgia
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო - OSGF
მერსი ქორფსი - Mercy Corps
მოქალაქეთა ქსელი საგარეო ურთიერთობებისათვის - CNFA