• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • შრომის ბაზრის კვლევა - ეკონომიკა და გარემოსდაცვა

    19 დეკემბერი, 2017

    GIPA-ს შეფასების სამსახურმა დაასრულა პროექტი, რომელის მიზანი იყო აკადემიური პროცესის სრულყოფის მიზნით ცხრა თემატური ფოკუს ჯგუფის/მრგვალი მაგიდის მოწყობა. აღნიშნული შეხვედრები ორიენტირებული იყო შემდეგ დარგებსა თუ მიმართულებებზე: 1. საჯარო მმართველობა/ადგილობრივი თვითმმართველობა; 2. სამართალი; 3. ჟურნალისტიკა/საზოგადოებასთან ურთიერთობა/მულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტი; 4. ბიზნესი; 5. აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნება; 6. საერთაშორისო ურთიერთობები; 7. ფსიქოლოგია; 8. პროფესიული სწავლება, 9. ეკონომიკა და გარემოს დაცვა;

     

    აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 18 დეკემბერს შედგა რიგით მეცრხრე - საბოლოო შეხვედრა - ფოკუს ჯგუფის/მრგვალი მაგიდის თემატიკა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავდა, რომელთა საჭიროებებზე/დეფიციტზე იყო საუბარი  - 1. პროფესიული ცოდნა; 2. პრაქტიკული უნარები. 

     

     

    შეხევდრას ესწრებოდნენ:

    1.            ანა გორგოძე - GIPA, შეფასების სამსახურის უფროსი

    2.         ირინა გორგილაძე - GIPA, მმართველობის სკოლის დეკანი

    3.         ნატალია ფარცხალაძე - GIPA, კოორდინატორი

    4.         გიორგი პაპავა - ილიაუნი, ბიზნესის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

    5.         სოფიკო ახობაძე  -  RECC, დირექტორი

    6.         გიზო ჭელიძე - გარემოს დაცვის სამინისტრო, დეპარტამენტის უფროსი

    7.         თამარ ბაგრატია -  გარემოს ეროვნული სააგენტო,უფროსი

    8.         ქეთი გუჯარაიძე     GIPA, გარემოსდაცვითი მართვის დეპარტამენტი ლექტორი

    9.         სოფო ჩიხრაძე - EBRD,       ბანკირი

    10.       გიგა გივაშვილი - TCH, ეკოლოგიის სამსახურის

    11.       მერაბ კაკულია - GIPA,       პროფესორი

    12.       კონსტანტინე ხაჭაპურიძე - RMG "GROUP",გარემოსდაცვითი მმართველი

    13.       მაია მელიქიძე - სემეკი, კომისიის წევრი

    14.       კახა ბახტაძე - გარემოსა  და განვითარების პროგრამების მენეჯერი

    15.       არჩილ გერსამია - GIPA, ადმინისტრაციის უფროსი

     

    შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს GIPA-ს ადმინისტრაციის უფროსმა არჩილ გერსამიამ და  გარემოს დაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორმა ნატალია ფარცხალაძემ.

     

    პროექტის წარმატებული შედეგებიდან გამომდინარე GIPA-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი კვლავაც გეგმავს მსგავსი პროექტების განხორციელებას.