• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • შრომის ბაზრის კვლევა - ფსიქოლოგია

    14 დეკემბერი, 2017

     

    GIPA-ს შეფასების სამსახურმა დაიწყო პროექტი, რომელის მიზანია აკადემიური პროცესის სრულყოფის მიზნით ცხრა თემატური ფოკუს ჯგუფის/მრგვალი მაგიდის მოწყობა. აღნიშნული შეხვედრები ორიენტირებული იქნება შემდეგ დარგებსა თუ მიმართულებებზე: 1. საჯარო მმართველობა/ადგილობრივი თვითმმართველობა; 2. სამართალი; 3. ჟურნალისტიკა/საზოგადოებასთან ურთიერთობა/მულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტი; 4. ბიზნესი; 5. აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნება; 6. საერთაშორისო ურთიერთობები; 7. ფსიქოლოგია; 8. ეკონომიკა და გარემოს დაცვა; 9. პროფესიული სწავლება.

    თემატურ შეხვედრებზე მოწვეულნი იქნებიან პოტენციური დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელნიც აკადემიურ წრეებს წარმოუდგენენ საკუთარ მოლოდინს კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის მიმართ და ასევე ისაუბრებენ კომპეტენციების/უნარების საჭიროებებზე/დეფიციტზე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.

    აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 11 დეკემბერს შედგა მეშვიდე შეხვედრა - ფოკუს ჯგუფის/მრგვალი მაგიდის თემატიკა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავდა, რომელთა საჭიროებებზე/დეფიციტზე იყო საუბარი  - 1. პროფესიული ცოდნა; 2. პრაქტიკული უნარები. 

    შეხევდრას ესწრებოდნენ:

     

    1.            ანა გორგოძე - GIPA, შეფასების სამსახურის უფროსი

    2.            ხათუნა ბერაია - GIPA, ადმინისტრატორი

    3.            მანანა გაბაშვილი - GIPA, დეკანის მოადგილე

    4.            მარინა კვიცარიძე - GIPA, კოორდინატორი

    5.            ხათუნა ტუღუში - აჭარა ჯგუფი, HR დირექტორის მოადგილე

    6.            თემურ ნერგაძე - შენების მოძრაობა

    7.            ნინო ბესელია - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სამმართველოს უფროსი

    8.            მარიამ ბარამიძე - NDI,  საპარლამენტო პროგრამების კოორდინატორი

    9.            თინა ჩხეიძე - GIPA, პროფესორი

    10.          ელენე რუსეცკაია - ქალთა საინფორმაციო ცენტრი, დირექტორი

    11.          ქეთი მაისურაძე - IFES, დირექტორის მოადგილე

    12.          ნინო ჯუღელი - ტერაბანკი

     

    შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს GIPA-ს ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის საბაკალვრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა და კოორდინატორმა მანანა გაბაშვილმა და მარინა კვიცარიძემ.

     

    GIPA-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი აგრძელებს მუშაობას აღნიშნული მიმართულებით და სამომავლოდ განახორციელებს შემდეგ შეხვედრებს:

     

     

    1. 14 დეკემბერი - ეკონომიკა და გარემოს დაცვა
    2. 18 დეკემბერი - პროფესიული სწავლება