• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • შრომის ბაზრის კვლევა - საერთაშორისო ურთიერთობები

    01 დეკემბერი, 2017

    GIPA-ს შეფასების სამსახური აგრძელებს პროექტს, რომელის მიზანია აკადემიური პროცესის სრულყოფის მიზნით ცხრა თემატური ფოკუს ჯგუფის/მრგვალი მაგიდის მოწყობა. აღნიშნული შეხვედრები ორიენტირებული იქნება შემდეგ დარგებსა თუ მიმართულებებზე: 1. საჯარო მმართველობა/ადგილობრივი თვითმმართველობა; 2. სამართალი; 3. ჟურნალისტიკა/საზოგადოებასთან ურთიერთობა/მულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტი; 4. ბიზნესი; 5. აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნება; 6. საერთაშორისო ურთიერთობები; 7. ფსიქოლოგია; 8. ეკონომიკა და გარემოს დაცვა; 9. პროფესიული სწავლება. 

    აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 30 ნოემბერს შედგა მეექვსე შეხვედრა - ფოკუს ჯგუფის/მრგვალი მაგიდის თემატიკა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავდა, რომელთა საჭიროებებზე/დეფიციტზე იყო საუბარი  - 1. პროფესიული ცოდნა; 2. პრაქტიკული უნარები.  

    შეხევდრას ესწრებოდნენ: შეხვედრას ესწრებოდნენ: ანა გორგოძე - შეფასების სამსახურის უფროსი (GIPA), თორნიკე შარაშენიძე - GIPA, თორნიკე ჩადუნელი  - GIPA, ნინო ბახსოლიანი - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; მარიამ ჯაფარიძე - საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშრის შესახებ;  მარიამ დოლიძე - საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშრის შესახებ, ევროკავშირის შესახებ, სახ. ინფორმირების სამსახურის უფროსი; ქეთი ბაქრაძე USAID, დემოკრატიის მიმართულების ხელმძღვანელი; გიორგი რუხაძე საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი GSAC, დამფუძნებელი; დათო სახვაძე - საგარეო საქმეთა სამინისტრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; მრჩეველი; გიორგი შაიშმელაშვილი -  თავდაცვის სამინისტრო, სოფიო ბაბუნაშვილი - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი- აპარატის უფროსი, ვახტანგ ცეცხლაძე - პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

    შეხვედრას მოდერაციას თორნიკე შარაშენიძე (GIPA) უწევდა.

    GIPA-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი აგრძელებს მუშაობას აღნიშნული მიმართულებით და სამომავლოდ განახორციელებს შემდეგ შეხვედრებს: 

     

    1. 11 დეკემბერი - ფსიქოლოგია
    2. 14 დეკემბერი - ეკონომიკა და გარემოს დაცვა
    3. 18 დეკემბერი - პროფესიული სწავლება