• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • შრომის ბაზრის კვლევა - სამართალი

    11 ნოემბერი, 2017

    GIPA-ს შეფასების სამსახურის მიერ დაწყებული პროექტის ფარგლებში, რომელიც შეეხება შრომის ბაზრის და საგანმანათლებლო სივრცის ურთიერთკავშირს, გაიმართა რიგით მეორე შეხვედრა - სამართლის მიმართულებით.

    თემატურ შეხვედრებზე მოწვეულნი არიან პოტენციური დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელნიც აკადემიურ წრეებს უზიარებენ საკუთარ მოლოდინს კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის მიმართ და ასევე საუბრობენ კომპეტენციების/უნარების საჭიროებებზე/დეფიციტზე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.

    2017 წლის 10 ნოემბერს შემდგარ მეორე შეხვედრაზე - ფოკუს ჯგუფის/მრგვალი მაგიდის თემატიკა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავდა, რომელთა საჭიროებებზე/დეფიციტზე იყო საუბარი  - 1. პროფესიული ცოდნა; 2. პრაქტიკული უნარები. 

    შეხედრას ესწრებოდნენ: ანა გორგოძე - შეფასების სამსახურის უფროსი (GIPA), ირინა ბაქრაძე - სამართლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების ადმინისტრაციული ხელმძღვანელი(GIPA), ირაკლი სოკოლოვსკი - სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკადემიური ხელმძღვანელი (GIPA), თამუნა მეტრეველი - GYLA, რუსუდან ჭკუასელი - BLC, მალხაზ ლაფაჩი - იურიდიული კომპანიის წარმომადგენელი, ირაკლი ყანდაშვილი - Law Office "K&K Consulting" - ლიცენზირებული მედიატორი, დიმიტრი ხაჩიძე - კონსტიტუციის 42 -ე მუხლი, ელისაბედ ჭუმბურიძე - E&Y Georgia, ელისო ტუკვაძე - საქალაქო სასამართლო, გიორგი კვერენჩხილაძე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ნინო პაქსაშვილი - სახალხო დამცველის აპარატი, ხატია მელაშვილი - სახალხო დამცველის აპარატი, დიმიტრი გუგუნავა  - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი.

    შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს ირინა ბაქრაძემ (GIPA) და ირაკლი სოკოლოვსკიმ (GIPA

    GIPA-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი აგრძელებს მუშაობას აღნიშნული მიმართულებით და სამომავლოდ განახორციელებს შემდეგ შეხვედრებს:

     

    1.      10 ნოემბერი - სამართალი

    2.      17 ნოემბერი - ჟურნალისტიკა/საზოგადოებასთან ურთიერთობა/მულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტი;

    3.      21 ნოემბერი - ბიზნესი

    4.      27 ნოემბერი -  აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნება

    5.      30 ნოემბერი - საერთაშორისო ურთიერთობები

    6.      11 დეკემბერი - ფსიქოლოგია

    7.      14 დეკემბერი - ეკონომიკა და გარემოს დაცვა

    8.      18 დეკემბერი - პროფესიული სწავლება