დაუცველი ჯგუფები და თანასწორობის უფლება

04 დეკემბერი, 2017

ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, 2017 წლის 5დეკემბერს, 19:00 საათზე Impact Hub-ში (ფაბრიკის ტერიტორია) საქართველოსსაზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) გამართავსსაჯარო დისკუსიას თემაზე
„დაუცველი ჯგუფები და თანასწორობის უფლება“.


ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, თანასწორობის უფლების რეალიზებასაქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. პრობლემურია როგორცთანასწორობის უფლების სრულყოფილი დაცვა საკანონმდებლო დონეზე, ასევეცალკეული ჯგუფების, განსაკუთრებით კი ქალების, შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე პირების, რელიგიური უმცირესობების და ლგბტ თემისწარმომადგენელთა არსებითი თანასწორობის გარანტირება პრაქტიკაში.მომხსენებლები არიან პრაქტიკოსი იურისტები, რომლებიც ისაუბრებენცალკეული დაუცველი ჯგუფები თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია.


მომხსენებლები:
თამარ დეკანოსიძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
ანა არგანაშვილი - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) 
თამთა მიქელაძე - ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი(EMC)
ლევან ბერიანიძე - თანასწორობის მოძრაობა
მოდერატორი: ქეთევან შუბაშვილი - GIPA