• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • შრომის ბაზრის კვლევა - ბიზნესი

    22 ნოემბერი, 2017

    GIPA-ს შეფასების სამსახურმა დაიწყო პროექტი, რომელის მიზანია აკადემიური პროცესის სრულყოფის მიზნით ცხრა თემატური ფოკუს ჯგუფის/მრგვალი მაგიდის მოწყობა. აღნიშნული შეხვედრები ორიენტირებული იქნება შემდეგ დარგებსა თუ მიმართულებებზე: 1. საჯარო მმართველობა/ადგილობრივი თვითმმართველობა; 2. სამართალი; 3. ჟურნალისტიკა/საზოგადოებასთან ურთიერთობა/მულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტი; 4. ბიზნესი; 5. აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნება; 6. საერთაშორისო ურთიერთობები; 7. ფსიქოლოგია; 8. ეკონომიკა და გარემოს დაცვა; 9. პროფესიული სწავლება.

    აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 21 ნოემბერს შედგა მეოთხე შეხვედრა - ფოკუს ჯგუფის/მრგვალი მაგიდის თემატიკა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავდა, რომელთა საჭიროებებზე/დეფიციტზე იყო საუბარი  - 1. პროფესიული ცოდნა; 2. პრაქტიკული უნარები. 

    შეხედრას ესწრებოდნენ: ანა გორგოძე - შეფასების სამსახურის უფროსი (GIPA), ირინა გორგილაძე მმართველობის სკოლის დეკანი (GIPA), ვანო ცერცვაძე - ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი (GIPA), სალომე ჟორჟოლიანი - ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი (GIPA), ჟანა ანთია - ტრენინგების ცენტრის ხელმძღვანელი (GIPA), ფრიდონ დვალიშვილი ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის პროფესორი (GIPA), ​​აშა ჯანელიძე PricewaterhouseCoopers, გიგი ღლონტი - სუპერ ტვ დირექტორი, თაკო მესხი - უნისონი, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი; ნათია სუხაშვილი -  ევროპაბეთი, ტალანტების მენეჯერი; ლელა კვარაცხელია - GWP, Head of Human Capital Planning; ლაშა მიქუჩაძე  - შპს NNN 777, დამფუძნებელი;  ქეთევან კაკაბაძე ფარმაცევტული კომპანიის დირექტორი; მედეა ჯამბაზიშვილი -  საქართველოს რკინიგზა, ოპერაციათა მენეჯმნეტის დეპარტამენტის ჯგუფის ხელმძღვანელი; ლელა ხოფერია  -საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი,  ​კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი​;

    შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს ვანო ცერცვაძემ - ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი (GIPA),  და ფრიდონ დვალიშვილმა - დვალიშვილი ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის პროფესორი (GIPA) .

    GIPA-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი აგრძელებს მუშაობას აღნიშნული მიმართულებით და სამომავლოდ განახორციელებს შემდეგ შეხვედრებს:

     

    1. 27 ნოემბერი -  მედია Art / მედია ინჟინერია
    2. 30 ნოემბერი - საერთაშორისო ურთიერთობები
    3. 11 დეკემბერი - ფსიქოლოგია
    4. 14 დეკემბერი - ეკონომიკა და გარემოს დაცვა
    5. 18 დეკემბერი - პროფესიული სწავლება