შრომის ბაზრის კვლევა - ჟურნალისტიკა / PR / მედია ინჟინერია

18 ნოემბერი, 2017

GIPA-ს შეფასების სამსახურმა დაიწყო პროექტი, რომელის მიზანია აკადემიური პროცესის სრულყოფის მიზნით ცხრა თემატური ფოკუს ჯგუფის/მრგვალი მაგიდის მოწყობა. აღნიშნული შეხვედრები ორიენტირებული იქნება შემდეგ დარგებსა თუ მიმართულებებზე: 1. საჯარო მმართველობა/ადგილობრივი თვითმმართველობა; 2. სამართალი; 3. ჟურნალისტიკა/საზოგადოებასთან ურთიერთობა/მულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტი; 4. ბიზნესი; 5. აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნება; 6. საერთაშორისო ურთიერთობები; 7. ფსიქოლოგია; 8. ეკონომიკა და გარემოს დაცვა; 9. პროფესიული სწავლება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 17 ნოემბერს შედგა მესამე შეხვედრა - ფოკუს ჯგუფის/მრგვალი მაგიდის თემატიკა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავდა, რომელთა საჭიროებებზე/დეფიციტზე იყო საუბარი  - 1. პროფესიული ცოდნა; 2. პრაქტიკული უნარები. 

შეხედრას ესწრებოდნენ: ანა გორგოძე - შეფასების სამსახურის უფროსი (GIPA), ნინო ივანიშვილი (GIPA) - ჟურნალისტიკის სკოლის დეკანი, მაკა სეხნიაშვილი (GIPA) -საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი, თამთა თვალავაძე (GIPA) - ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის კორდინატორი, შოთა იორამაშვილი (GIPA) – მედია ინჟნერიის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი, სალომე აჩბა - ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტია, სალომე უგულავა - ტაბულა საინფორმაციოს ხელმძღვანელი, გიორგი ლაფერაშვილი - რუსთავი 2 კურიერის პროდიუსერი, დმოენიკ ცაგარა - OC Media რედაქტორი, მარინე ვაშაყმაძე - რადიო თავისუფლება თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი, სოფიო ჭიჭნაძე - გაეროს განვითარების პროგრამა კომუნიკაციის ანალიტიკოსი, გვანცა ასათიანი - გაეროს ქალთა ორგანიზაცია კომუნიკაციის მენეჯერი, გვანცა კიკალიშვილი - FINKA ბანკი PR მენეჯერი,  ირაკლი თევზაძე- LEAVINGSTONE- CEO, ილია ჭანჭალეიშვილი - leavengstone ვებ დეველოპმენტის ხელმძღვანელი, ივანე გეგია - leavingstone სისტემის არქიტექტორი, გიორგი რამიშვილი - Europa Bet ვებპროგრამის მიმართულების ხელმძღვანელი.

შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს ნინო ივანიშვილმა (GIPA) - ჟურნალისტიკის სკოლის დეკანი, მაკა სეხნიაშვილმა (GIPA) -საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი, თამთა თავალავაძემ (GIPA) - ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის კორდინატორი, შოთა იორამაშვილმა (GIPA) – მედია ინჟნერიის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი,

GIPA-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი აგრძელებს მუშაობას აღნიშნული მიმართულებით და სამომავლოდ განახორციელებს შემდეგ შეხვედრებს:

 

 

1.      21 ნოემბერი - ბიზნესი

2.      27 ნოემბერი -  მედია Art / მედია ინჟინერია

3.      30 ნოემბერი - საერთაშორისო ურთიერთობები

4.      11 დეკემბერი - ფსიქოლოგია

5.      14 დეკემბერი - ეკონომიკა და გარემოს დაცვა

6.      18 დეკემბერი - პროფესიული სწავლება