• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • შრომის ბაზრის კვლევა - საჯ. მმართველობა/ად. თვითმმართველობა

    08 ნოემბერი, 2017

    GIPA-ს შეფასების სამსახურმა დაიწყო პროექტი, რომელის მიზანია აკადემიური პროცესის სრულყოფის მიზნით ცხრა თემატური ფოკუს ჯგუფის/მრგვალი მაგიდის მოწყობა. აღნიშნული შეხვედრები ორიენტირებული იქნება შემდეგ დარგებსა თუ მიმართულებებზე:
    1. საჯარო მმართველობა/ადგილობრივი თვითმმართველობა;
    2. სამართალი;
    3. ჟურნალისტიკა/საზოგადოებასთან ურთიერთობა/მულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტი;
    4. ბიზნესი; 5. აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნება; 6. საერთაშორისო ურთიერთობები;
    7. ფსიქოლოგია;
    8. ეკონომიკა და გარემოს დაცვა;
    9. პროფესიული სწავლება.

    თემატურ შეხვედრებზე მოწვეულნი იქნებიან პოტენციური დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელნიც აკადემიურ წრეებს წარმოუდგენენ საკუთარ მოლოდინს კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის მიმართ და ასევე ისაუბრებენ კომპეტენციების/უნარების საჭიროებებზე/დეფიციტზე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.

    აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 3 ნოემბერს შედგა პირველი შეხვედრა - ფოკუს ჯგუფის/მრგვალი მაგიდის თემატიკა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავდა, რომელთა საჭიროებებზე/დეფიციტზე იყო საუბარი  -
    1. პროფესიული ცოდნა;
    2. პრაქტიკული უნარები. 

    შეხედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებსი წარმომადგენლები:
    საბა ბუაძე  - ანტი- კორუფციული განყოფილების უფროსი, IDFI;
    მარიკა გორგაძე - მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი USAID Contractor/Tetra Tech ARD;
    სოფია გიგანი - თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი;
    დავით ჯიქია - ქალაქ რუსთავის მერი;
    თამარ სარაჯიშვილი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფროსი;
    თამარ თევზაძე - კულტურის სამინისტროს ფინანსური აუდიტის სამსახურის უფროსი;
    მამუკა აბულაძე - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარ.

    შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს GIPA-ს პროფესორებმა:
    ნინო დოლიძე (GIPA) - საჯარო მმართველობის მიმართულება;
    ლიზა სოფრომაძე (GIPA) - ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულება.

    GIPA-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი აგრძელებს მუშაობას აღნიშნული მიმართულებით და სამომავლოდ განახორციელებს შემდეგ შეხვედრებს:

    1.      10 ნოემბერი - სამართალი

    2.      17 ნოემბერი - ჟურნალისტიკა/საზოგადოებასთან ურთიერთობა/მულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტი;

    3.      21 ნოემბერი - ბიზნესი

    4.      27 ნოემბერი -  მედია Art / მედია ინჟინერია

    5.      30 ნოემბერი - საერთაშორისო ურთიერთობები

    6.      11 დეკემბერი - ფსიქოლოგია

    7.      14 დეკემბერი - ეკონომიკა და გარემოს დაცვა

    8.      18 დეკემბერი - პროფესიული სწავლება