წარმოგიდგენთ მასწავლებლის სახელმძღვანელოს ბაკალავრიატის საფეხურის ადამიანის უფლებების ძირითადი კურსისთვის. ეს არის პირველი ქართულენოვანი ამ ტიპის დოკუმენტი და განკუთვნილია აკადემიური პერსონალისთვის.
გამოცემის ავტორები არიან ვახუშტი მენაბდე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით, ადამიანის უფლებების პროექტის ხელმძღვანელი GIPA-ში) და ქეთევან შუბაშვილი (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, ადამიანის უფლების პროექტის აკადემიური GIPA-ში).
წინამდებარე გამოცემა მომზადებულია პროექტის - ,,ადამიანის უფლებების პროექტის ხელმძღვანელი საზოგადოებრივ საქმეთა ინტიტუტში (GIPA)’’ -ფარგლებში. პროექტი განხორციელდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის - ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოშის’’ (EWMI-PROLoG) - თანადგომით. PROLoG-ის პროექტის იმპლემენტაციას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), რომელიც ფინანსდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
მიბმული ფაილი იხილეთ აქ