GIPA-სა და USAID-ის პროექტ „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) თანამშრომლობის ფარგლებში, მმართველობის სკოლამ უმასპინძლა საერთაშორისო ექსპერტს, ქ-ნ კამელია ბულატს, რომელმაც ჩაატარა ინგლისურენოვანი ლექცია-ტრენინგი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის I და II კურსის სტუდენტებისათვის. სალექციო თემები იყო ლიდერობა, მეწარმეობა, ბიზნეს გეგმა და ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია.
შეხვედრამ ჩაიარა კითვა-პასუხის რეჟიმში. ტრენინგის ბოლოს, სტუდენტებმა წარადგინეს ჯგუფურად მომზადებული ბიზნეს გეგმები.
GIPA-ს ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები პრაქტიკულად ეუფლებიან ბიზნესის წარმართვის რეალურ ბერკეტებს, არის პირველი მეწარმე უნივერსიტეტი (Entrepreneurial University) ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. GIPA-ს, როგორც მეწარმე უნივერსიტეტის მიზანია, ერთმანეთთან დააახლოოს ბიზნესი და აკადემიური ცოდნა, მაქსიმალურად წაახალისოს საკუთარი სტუდენტები, რათა მათ შეძლონ რეალური საბაზრო მოთხოვნის პირობებში დახმარება გაუწიონ ქართულ ბიზნესს მათ წინაშე მდგომი ამოცანების გადასაჭრელად, ხოლო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მარტივად ადაპტირდნენ თანამედროვე დასაქმების ბაზარზე.