• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის

    27 თებერვალი, 2017

                                                             ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ხელშეწყობით, აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის. კონკურსის თემა არის სოციალურ-ეკონომიკური უფლებები. კონკურსის მიზანია სტუდენტების დაინტერესება სოციალურ-ეკონომიკური უფლებებით. საუკეთესო ნაშრომები წარსდგება კონფერენციაზე, ასევე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

    კონკურსის პირობები:

    • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრის და მაგისტრატურის სტუდენტებს;
    • ესე მიზნად უნდა ისახავდეს ერთი ან რამდენიმე სოციალური ან ეკონომიკური უფლების/უფლების ელემენტის ან მისი პრაქტიკაში გამოყენების მაგალითის ანალიზს/კრიტიკას. ესე ასევე შეიძლება წარმოადგენდეს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ნაშრომის/დოქტრინის ანალიზს/კრიტიკას. უპირატესობა მიენიჭება იმ ნაშრომებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება საქართველოს კონსტიტუციურ სისტემაზე.
    • კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: 1. აბსტრაქტის შერჩევა; 2. ესეს შერჩევა;
    • პირველ ეტაპზე სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს აბსტრაქტი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას (font - sylfaen). აბსტრაქტი უნდა მოიცავდეს თემის სათაურს და ნაშრომის ძირითად მიმართულებებს; ასევე, მითითებული უნდა იყოს კანდიდატის სახელი და გვარი, უნივერსიტეტი, სასწავლო პროგრამა და კურსი.
    • აბსტრაქტის საფუძველზე შერჩეულ კონკურსანტებს დამატებით გაეგზავნებათ ინსტრუქცია;
    • საბოლოო ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს 8-10 გვერდი (font - sylfaen, font size – 12, line spacing -1,5);
    • აბსტრაქტების საფუძველზე კანდიდატების შერჩევის შემდეგ სტუდენტმა 5 კვირის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ნაშრომი;
    • კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებზე გაიცემა სერთიფიკატი, ასევე გამოვლინდება სამი საუკეთესო ესეს ავტორი.

     

    გთხოვთ, აბსტრაქტი გამოაგზავნოთ ელფოსტაზე khatia.gogilashvili@gipa.ge 2017 წლის 17 მარტის ჩათვლით.