საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლამ მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
დოკუმენტით გათვალისწინებულია გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. იგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების და სამეცნიერო კვლევების განხორციელება.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზადაა უზრუნველყოს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან შერჩეული ერთი სტუდენტის უფასო სწავლება ერთი სემესტრის განმავლობაში. ამავე დროს, ჯიპა-ს სხვა სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ 50% ფასდაკლებით.
სამართლის და პოლიტიკის სკოლა ასევე თანამშრომლობს მასარიკის უნივერსიტეტთან (ჩეხეთში) სადაც ყოველწლიურად სწავლის სრული დაფინანსებით უშვებს 2 სტუდენტს.