შეხვედრა მაია დვალიშვილთან

01 თებერვალი, 2017

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

30 იანვარს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ორგანიზებით, ფრონტლაინ კლუბში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებსა და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილესთან, მაია დვალიშვილთან. შეხვედრის თემა იყო "საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებები და ახალი სისტემის გამოწვევები." დისკუსია ეხებოდა საჯარო სამსახურის რეფორმამდელ პრობლემებს და მათ გადაჭრის გზებს. მაია დვალიშვილმა ისაუბრა საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის პროექტის განხილვის ეტაპებზე; დეტალურად დაახასიათა ის ნაბიჯები რაც გადაიდგა დასახული მიზნების მისაღწევად. სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმარმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა თუ რამდენად გამართულია ადამიანური რესურსების მართვა საჯარო სამსახურში, ნეპოტიზმის პრობლემები საქართველოს საჯარო სივრცეში დასაქმებასა და წინსვლის პერსპექტივის გათვალისწინებით, რამდენად სამართლაინია ანაზღაურებისა და კლასიფიკაციის არსებული სისტემა, შეესაბამება თუ არა საქართველოს საჯარო სამსახურის სტრუქტურა ევროპულ და ევრო-ატლანტიკულ საჯარო სტრუქტურებს.