ჰოლანდიის მთვარობის (NFP) მხარდაჭერით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ხორციელდება პროექტი სახელწოდებით - „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), როგორც მეწარმეობრივი (Entrepreneurial) უნივერსტიტეტის განვითარება“. პროექტის ფარგლებში GIPA აქტიურად თანამშრომლობს ჰოლანდიურ მხარესთან - მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლასთან (MSM). პროგრამის მიზანია GIPA-ს მეწარმეობრივი (Entrepreneurial) პროფილის გაძლიერება და ამასთანავე მეწარმეობის განვითარება/გაზრდა მიკრო, საშუალო და მცირე ბიზნესებში საქართველოში. პროექტის ფარგლებში GIPA-ს ესტუმრა პროფესორი მაინე პიეტრ ვან დაიკი, რომელმაც ჩაატარა ვორქშოფები ერთის მხრივ კვლევის მეთოდებში - სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის და მეორეს მხრივ - სწავლის თანამედროვე მეთოდებში GIPA-ს პროფესურისა და მოწვეული ლექტორებისათვის. პარტნიორობის ფარგლებში, 2017 წლის გაზაფხულზე GIPA-ში გაიმართება კონფერენცია, რომელიც ფოკუსირებული იქნება „მეწარმეობაზე (Entrepreneurship) საქართველოში“.
მაინე პიეტრ ვან დაიკი (ეკონომიკის დოქტორი, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი) გახლავთ ეკონომისტი და პროფესორი წყლის სერვისების მართვის მიმართულებით UNESCO-IHE ინსტიტუტში დელფი, ჰოლანდია; პროფესორი მეწარმეობის მიმართულებით მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლაში (MSM), მაასტრიხტი, ჰოლანდია; პროფესორი ურბანული დაგეგმარების და მართვის მიმართულებით სოციალური და ეკონომიკური ფაკულტეტის წევრი როტერდამის უნივერსიტეტში, ჰოლანდია. ის ასევე გახლავთ შემდეგი კვლევითი სკოლების წევრი - CERES და SENSE. 1973 წლიდან მას აქვს მუშაობის გამოცდილება განვითარებად ქვეყნებში, როგორც შემდეგი ორგანიზების კონსულტანტი: აზიის განვითარების ბანკი, ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, სხვადასხვა ბილატერალური დონორები და გაერთიანებული ერების სააგენტოები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. მისი ბოლოდროინდელი წიგნები შეეხება შემდეგ თემებს: ქალაქების მართვა ეთიოპიაში (J. Fransen, Delft: Eburon, 2008); ქალაქების მართვა განვითარებად ქვეყნებში, ურბანული დაგეგმარების და მართვის თეორია და პრაქტიკა (Cheltenham: Edgar Elgar; C. Sijbesma, 2006); წყალი ინდოეთში (ნიუ დელი: მანოჰარი) და ა.შ.