ადამიანის უფლებების კვირეულის აღსანიშნავად, პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ხელშეწყობით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით, 6 დეკემბერს, მედია კლუბში„ფრონტლაინ ჯორჯია“ გაიმართა საჯარო დისკუსია საქართველოში არსებული
ნარკოპოლიტიკის შესახებ: “ნარკოპოლიტიკის გამოწვევები“.
მომხსენებლებმა ისაუბრეს არსებულ კანონმდებლობაზე და საქართველოს ხელისუფლების ნარკპოლიტიკაზე, სახალხოდამცველის აპარატის
გამოცდილებაზე და აღნიშნეს ის პრობლემური საკითხები, რომელიც ასეთი პოლიტიკისგანხორციელების შედეგად იჩენს თავს.
მათ ასევე ისაუბრეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სისხლისსამართლებრივი რეგულირების ზოგად ლოგიკაზე,პრაქტიკულ
მიმართებაზე ნარკოტიკული საშუალებებსა და მათი შეძენა/შენახვისთვის გათვალისწინებულ სანქციებს შორის,კანონმდებლობის ლიბერალიზაციაზე და თუ რატომ არის ეს საჭირო და რა მოცულობით შეიძლება განხორციელდეს იგი.
დისკუსიას მოდერაციას უწევდა ვახუშტი მენაბდე, PROLoG-ის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი GIPA-ში