მაასტრიხტის უნივერსიტეტსა და GIPA-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

30 სექტემბერი, 2016

მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლასა და GIPA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა.

მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლამ და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA), მოაწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ამ ორი ინსტიტუციის საგანმანათლებო სფეროში თანამშრომლობას.

მემორანდუმს ხელი ჰოლანდიაში მოეწერა, სადაც ვიზიტით იმყოფებოდნენ  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მენეჯმენტის წევრები: რექტორი მარინე იოსელიანი, სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანი ნესტან ციციშვილი, მმართველობის სკოლის დეკანი ირინა გორგილაძე და ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი ანა გორგოძე.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლა მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა  დასავლურ და ევროპულ უნივერსიტეტებთან. ამ სიას დაემატა მასტრიხტის უნივერსიტეტიც , რომელიც GIPA-სთან ითანამშრომლებს სხვადასხვა მიმართულებებით მათ შორის ბიზნეს ადმინისტრირებისა და საჯარო მმართველობის  სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში. 

(ფოტო (მარცხნიდან მარჯვნივ) : გლობალური საგანმანათლებლო პროგრამის დეკანი კატალინ კოვაცსი, GIPA-ს მმართველობის სკოლის დეკანი ირინა გორგილაძე, მასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის დეკანი პროფესორი ვიმ ნაუდე, GIPA-ს რექტორი მარინე იოსელიანი, GIPA-ს ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი ანა გორგოძე, GIPA-ს სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანი ნესტან ციციშვილი, ინსტიტუციური მეწარმეობის ლექტორი ჰუბ მუდე.)

წყარო.