ჯოშუა ფრიდმანის და GIPA-ს პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის 2016

22 მაისი, 2016

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)  ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის (EJC)  მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს  ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად ჟურნალისტიკაში.

საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს 2015 წლის 20 მაისიდან 2016 წლის 30 მაისამდე. შემოსულ მასალებს განიხილავს ჟიური, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან, როგორც მედია საშუალებების,  ისე  აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. დაჯილდოვება საზეიმოდ გაიმართება ჯიპასა და ევროპული ჟურნალისტიკის ტრენინგ ასოციაცისს კონფერენციაზე თბილისში 16 ივნისს. http://ejtatbilisi.gipa.me.  გამარჯვებულს პრიზს გადასცემს ჯოშუა ფრიდმანი, პულიცერის პრემიის მფლობელი.

საპრიზო ფონდი  შეადგენს 1500 ევროს.  საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 5 ივნისი.

შეფასებისას გათვალისწინებული იქნება: სამართლიანობის, დაბალანსების, წყაროთა სიმრავლისა და ნეიტრალური ენის გამოყენების პრინციპები. პროექტის თემა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხზე უნდა იყოს, რაც ეხება და აღელვებს საზოგადოებას და მის სხვადასხვა ჯგუფებს. ნაშრომში ასახული  უნდა იყოს თუ რა გავლენა იქონია ამ კონკრეტულმა საკითხმა ხალხზე, ნაშრომი უნდა საუბრობდეს პრობლემასა და უსამართლობაზე პირდაპირი და გასაგები ენით, ამასთანავე, განვითარებული მოვლენები ისე უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ მიიზიდოს მკითხველი, მსმენელი და მაყურებელი; ნაშრომში დემონსტრირებული უნდა იყოს ავტორის კვლევის, ანალიზის და  ინტერვიუს აღების უნარები;  პროექტში წარმოდგენილი უნდა იყვნენ, როგორც  ის პირები, რომლებსაც შეეხოთ პრობლემა, ასევე ისინიც, ვინც პასუხისმგებლები არიან მათ გადაწყვეტაზე.

პროექტი ხორციელდება  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ, ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის მხარდაჭერით.  

 

გთხოვთ საბუთები და საკონკურსო მასალა წარმოადგინოთ GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლაში.

იხილეთ  განაცხადის ფორმა.

 

მისამართი: მარი ბროსეს #2, მესამე სართული. თბილისი, საქართველო

საკონტაქტო პირები:

თიკო ცომაია

ნინო მახვილაძე

tsomaiat@gmail.com

n.makhviladze@gipa.ge

tel: 599502446; 599700970