22 აპრილს, GIPA-ს ფარმაციის მენეჯმენტისა და ფარმაცევტული ზრუნვის სასერტიფიკატო პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს ბ-ნ დავით მაჭარაშვილს.
შეხვედრისას, ბატონმა დავითმა განიხილა სამკურნალო საშუალებებით ეფექტური, დროული და ხელმისაწვდომი მკურნალობის მრავალი ფაქტორი, კერძოდ: წამლის რეგულირების პოლიტიკა, ქვეყანაში არსებული წამლის ხარისხი, ეფექტურობა და უსაფრთხოება, ეფექტურად ფუნქციონირებადი ჯანდაცვის სისტემა. შეხვედრის ბოლო ნაწილი დისკუსიას დაეთმო,სადაც ხაზი გაესვა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა სამკურნალო საშუალებების წარმოება, კლინიკური კვლევა, წამლის რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობა და სხვა.
ფარმაციის მენეჯმენტისა და ფარმაცევტული ზრუნვის სასერტიფიკატო კურსი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „საზოგადოება ცოდნას“ ერთობლივი პროექტია, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება და პრაქტიკოსი ლექტორები, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით, თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას მსმენელებს უზიარებენ.