საქართველოში წელს კანის ახალგაზრდული ფესტივალი ოთხ კატეგორიაში ჩატარდა. Young Lion-ის ორ კატეგორიაში ოქრო (პირველი ადგილი) GIPA-ს სტუდენტებმა მოიპოვეს. Print - ირაკლი ასათიანი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი და Design - სანდრო ლალიაშვილი, მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტიპენდიანტი, მეორე კურსის სტუდენტი. პირველ ადგილზე გასული გუნდი ივნისში კანში გაემგზავრება და საქართველოს სახელით იასპარეზებს. ასევე, Print - ბრინჯაო ნინო ლაზარაშვილი ABK არტ დირექტორი, GIPA-s ტრეინგ ცენტრის რეკლამა და კომუნიკაციის სტრატეგიის პროგრამის კურსდამთავრებულია.
წყარო და დამატებითი ინფორმაცია: http://www.marketer.ge/young-lions-georgia-2016-results/