ფრონტლაინ კლუბში, 11 აპრილს, გაიმართა საჯარო დისკუსია მუნიციპალური ა(ა)იპების ფუნქციონირების თემაზე.
მოწვეულ სტუმრებთან ერთად (გიორგი მესხიძე, „კივიტას გეორგიკას“ თავმჯდომარე, მაია ანჯაფარიძე, ასოციაცია „სკოლამდელი განათლება“ დირექტორი და ლიზა სოფრომაძე, „რეგიონის განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი) განვიხილეთ სკოლამდელი განათლების მართვის არსებული გამოწვევები და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება; ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისობა რეკომენდებულ საერთაშორისო სტანდარტებთან; რამდენად არიან მზად საბავშვო ბაღების მუნიციპალური გაერთიანებები ახალი კანონპროექტისთვის და რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას.
შეგახსენებთ, რომ GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობების ცენტრი ნინო დოლიძესთან ერთად საჯარო დისკუსიებს მართავს ყოველთვიურად ფრონტლაინ კლუბში.
მოწვეულ სტუმრებთან ერთად (გიორგი მესხიძე, „კივიტას გეორგიკას“ თავმჯდომარე, მაია ანჯაფარიძე, ასოციაცია„სკოლამდელი განათლება“ დირექტორი და ლიზა სოფრომაძე, „რეგიონის განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელიდირექტორი) განვიხილეთ სკოლამდელი განათლების მართვის არსებული გამოწვევები და საუკეთესო საერთაშორისოგამოცდილება; ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისობა რეკომენდებულ საერთაშორისო სტანდარტებთან; რამდენად არიანმზად საბავშვო ბაღების მუნიციპალური გაერთიანებები ახალი კანონპროექტისთვის და რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას.
შეგახსენებთ, რომ GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობების ცენტრი ნინო დოლიძესთან ერთად საჯარო დისკუსიებსმართავს ყოველთვიურად ფრონტლაინ კლუბში.