2015 წლის 1 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლასა და საქალაქო სასამართლოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ სტაჟირება საქალაქო სასამართლოში.
2015 წლის 23 დეკემბერს, მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადობრივ საქმეთა ინსტიტუტის ჯიპას ფრონტლაინ კლუბში ეწვია საქალაქო სასამართლოს თავჯდომარე ბ-ნ მამუკა ახვლედიანი, რომელმაც სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საქალაქო სასამართლოში არსებულ ხარვეზებზე, მისი გამოსწორების გზებსა და პერსპექტივებზე ესაუბრა.