GIPA DocU 2015 წელს მეოთხედ გაიმართა

21 ნოემბერი, 2015

19-20 ნოემბერს სტუდენტური დოკუმენტური ფილმების ჩვენება GIPA DocU 2015 წელს მეოთხედ გაიმართა და მას ყოველწლიური სახე აქვს. დოკუმენტური ფილმები და 7 მულტიმედია პროექტი, რომელებიც ფესტივალის სტუმრებმა და ჟიურიმ შეაფასა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ მომზადდა.

ღონისძიებას დაესწრნენ ა.შ.შ-ს საელჩოს, USAID-ის, IREX Georgia-ს, კინოცენტრის წარმომადგენლები და სხვა სპეციალურად მოწვეული სტუმრები პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, საელჩოებიდან, საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორიდან.

ფილმები, რომელთა წარმოებაც მულტიმედია განათლების ცენტრის ხელშეწყობით განხორციელდა, სტუდენტებმა გადაიღეს დოკუმენტური ფილმის კლასის ფარგლებში, რომელსაც ნინო ორჯონიკიძე, თიკო ნაჭყებია და ზაზა რუსაძე ხელმძღვანელობდნენ.

წელს პირველად ჯიპას ჟურნალისტიკის სკოლამ წარმოადგინა სტუდენტური მედიის მიერ შექმნილი მულტიმედია პროექტები, რომლებსაც ნინო ლომაძე და ელენე ასათიანი უძღვებიან.

საუკეთესო ფილმები და მულტიმედია პროექტები 20 ნოემბერს 19:00 საათზე დაასახელა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაც ასეთი იყო:

  • ტრანსმედია პროექტების ჟიური: ნესტან ცეცხლაძე, ერიკ ბარნეტი, დარო სულაკაური - ფულადი პრიზი 500 ლარი; 
  • მოკლე დოკუმენტური ფილმებისა და ტრანსმედია პროექტების ჟიური: ენდრიუ ნორსი, კაროლინა სატკლიფი, გიორგი გოგუა - ფულადი პრიზი 1000 ლარი; 
  • დოკუმენტური ფილმების პროექტების განვითარების კონკურსის (ფიჩინგი) ჟიური: ალექსანდრე კვატაშიძე, მარტინ დიკიკო, ქეთი მაჭავარიანი და სოფიკო მეგრელიძე - ფულადი პრიზი 1500 ლარი.

მთავარი პრიზი - საუკეთესო ტრანსმედია პროექტი: თეონა გოდერძიშვილის „მძიმე ჰაერი“(Heavy Air)

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: სონა სიმონიან ტირატურიანის „ნინა“

საუკეთესო დოკუმენტური ფილმის პროექტის განვითარება: მაკა გოგალაძის „ჩემი სივრცის ისტორია“ (A story of my space) დაილკინ ჰასანოვის „მკურნალი“ (The healer)

ჟიურის სპეციალური პრიზი: თამთა უტიაშვილის „ცირკს გარეთ“ (Out of circus)

საუკეთესო ტრანსმედია პროექტის განვითრება: მარიამ უგრეხელიძის, ნუცა დევიძის, ეკა მაგალდაძის და ჰასმიკ ტონაპეტიანის „მემკვიდრეობის რუკაზე დატანა“ (Mapping the heritage)

დალეილა მუსტაფაიევას, ნურა ნანემიროვას და ალი მელბრუსის „განათლებამდე ექვსი კილომეტრი“ (Six kilometres away from education)

<iframe width="650" height="315" src="https://www.youtube.com/embed/O-CTk8dXy6g" frameborder="0" allowfullscreen></iframe>