“ბექა კრიმინალი არ არის”

24 სექტემბერი, 2015

სამშაბათს, 29 სექტემბერს, 18:00-ზე, საინიციატივო ჯგუფი “ბექა კრიმინალი არ არის”,  გიწვევთ დისკუსიაზე: “არსებული ნარკოტესტირების პრაქტიკა და გამოწვევები”.

დისკუსიაზე განხილული იქნება საქართველოში არსებული ნარკოტესტირების მოდელი, პოლიციის კონტროლის მექანიზმები, ნარკოტესტირებაზე გადაყვანილი პირების სამართლებრივი მდგომარეობა და უფლებები.

ასევე, მომხსნებლები ისაუბრებენ ნარკოტესტირების ეფექტურობის ხარისხზე, მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე და სერვისების ნაკლებობის  პრობლემატიკაზე.


მომხსენებლები: სოფო ვერძეული, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და დავით ოთიაშვილი, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი.