მიღება სამართლის სკოლაში

04 აგვისტო, 2015

 

მიღების წინაპირობები:

სამართლის საბაკალავრო  პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც  მიღებული აქვთ სრული საშუალო განათლება და წარმატებით ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.

სამაგისტრო პროგრამები განკუთვნილია პირთათვის, რომლებსაც მიღებული აქვთ ბაკალავრის ხარისხი   წარმატებით გადალახეს მინიმალური ზღვარი საერთო სამაგისტრო გამოცდებზე

სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

• შევსებული სააპლიკაციო ფორმა 
•უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი (სამართლის პროგრამაზე სავალდებულოა ბაკალავრის ხარისხი სამართლის დარგში)
• პირადობის მოწმობის ასლი
• Curriculum Vitae (CV)

საბუთების მიღება მიმდინარეობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლაში.

შიდა მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი მიმდევრობით:

საერთაშორისო სამართლის პროგრამა

  • წერითი გამოცდა ინგლისურ ენაზე (TOEFL)
  • გასაუბრება მიმღებ კომისიასთან

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა

  • წერითი გამოცდა სპეციალობაში;
  • გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

• სამუშაო გამოცდილება 
• ანალიტიკური აზროვნების უნარი
• მოტივაცია 
• ზოგადი განათლება აღნიშნულ სფეროში