პრე-საბაკალავრო პორტფოლიო კურსი ვიზუალური კომუნიკაციით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის

05 დეკემბერი, 2025

 

ჯიპა აბიტურიენტებისათვის 8 კვირიან, პრე-საბაკალავრო პორტფოლიო კურსზე მიღებას აცხადებს. კურსი GIPA Art Factory-ს (af.gipa.ge) ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამის შვილობილი პროგრამაა. პროგრამის მოდულებს ატარებენ ინდუსტრიის პროფესიონალები, ვინც დღეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ რეკლამას, ბრენდებსა და ვირუსულ კამპანიებს ქმნიან.

პრე-საბაკალავრო კურსის დასრულების შემდეგ, ჯიპას ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში, აბიტურიენტს:

  1. მიენიჭება პრიორიტეტიშემოქმედებითი ტურის შერჩევის პროცესში;
  2. გათავისუფლდება ეროვნული გამოცდების ფარგლებში  არსებული სავალდებულო შემოქმედებითი ტურიდან (სურვილისამებრ);
  3. გადაეცემა ვიზუალური კომუნიკაციის პროგრამის 500 (ხუთასი) ლარიანი ფასდაკლების ბარათი.

პროგრამის ბოლოს მონაწილეებს ექნებათ სრულყოფილი საავტორო პორტფოლიო. კურსდამთავრებული აბიტურიენტები ციფრულ სერტიფიკატებს მიიღებენ.

პროგრამა დაიწყება 2026 წლის 4 თებერვალს.  შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს (15:00-დან 18:00-მდე) და  შაბათს (13:00-დან 18:00-მდე).

რეგისტრაციის ბოლო ვადააა 2026 წლის 25 იანვარი. 

პროგრამა ჩატარდება  GIPA-ს ტრენინგების ცენტრის ბაზაზე, მისამართი: მარი ბროსეს 2.

პროგრამის აღწერა:

კვირა 1 : შესავალი ვიზუალურ კომუნიკაციაში - ნინო ლიპარტელიანი

ვორქშოფი: - ბუბა რადიანი & გიორგი კვიტატიანი  

კვირა 2 : შემოქმედებითი გუნდი - კრეატიული ტვინები - თოკა არეშიძე 

ვორქშოფი: გიორგი მაღრაძე & მარი სუხიშვილი

კვირა 3 : დიზაინისა და კომპოზიციის პრინციპები - აკაკი რაზმაძე

ვორქშოფი: შოთა ჩინჩალაძე & ნიკა კუმბარი; ანა სანიკიძე & ლევან რატიშვილი

 

კვირა 4 : ილუსტრაცია და კონცეპტუალური აზროვნება - თამარა გედევანიშვილი

ვორქშოფი: სოფო ჩერქეზიშვილი

კვირა 5 : ფოტო და მოძრავი გამოსახულება - ნინო გორდელაძე

ვორქშოფი: დიმა ჩიკვაიძე & ანა ჩუბინიძე

კვირა 6 : პერსონალური პროექტის განვითარება - ეკა ყიფიანი 

ვორქშოფი: გიორგი ავალიანი

კვირა 7 : ჩემი პირველი პორტფოლიო - ვორქშოფი: ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად

კვირა 8 : ხელოვნება, კრეატივი და ტექნოლოგიები - დავით ჯიბლაძე 

 

პროგრამის სრული აღწერა და ტრენერების შესახებ ინფორმაცია: https://university.gipa.ge/Pre-Bachelor-Portfolio-Program

რეგისტრაცია: https://university.gipa.ge/PB-Portfolio-Program-Registration