ჯიპა აბიტურიენტებისათვის 8 კვირიან, პრე-საბაკალავრო პორტფოლიო კურსზე მიღებას აცხადებს. კურსი GIPA Art Factory-ს (af.gipa.ge) ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამის შვილობილი პროგრამაა. პროგრამის მოდულებს ატარებენ ინდუსტრიის პროფესიონალები, ვინც დღეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ რეკლამას, ბრენდებსა და ვირუსულ კამპანიებს ქმნიან.
პრე-საბაკალავრო კურსის დასრულების შემდეგ, ჯიპას ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში, აბიტურიენტს:
- მიენიჭება პრიორიტეტიშემოქმედებითი ტურის შერჩევის პროცესში;
- გათავისუფლდება ეროვნული გამოცდების ფარგლებში არსებული სავალდებულო შემოქმედებითი ტურიდან (სურვილისამებრ);
- გადაეცემა ვიზუალური კომუნიკაციის პროგრამის 500 (ხუთასი) ლარიანი ფასდაკლების ბარათი.
პროგრამის ბოლოს მონაწილეებს ექნებათ სრულყოფილი საავტორო პორტფოლიო. კურსდამთავრებული აბიტურიენტები ციფრულ სერტიფიკატებს მიიღებენ.
პროგრამა დაიწყება 2026 წლის 4 თებერვალს. შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს (15:00-დან 18:00-მდე) და შაბათს (13:00-დან 18:00-მდე).
რეგისტრაციის ბოლო ვადააა 2026 წლის 25 იანვარი.
პროგრამა ჩატარდება GIPA-ს ტრენინგების ცენტრის ბაზაზე, მისამართი: მარი ბროსეს 2.
პროგრამის აღწერა:
კვირა 1 : შესავალი ვიზუალურ კომუნიკაციაში - ნინო ლიპარტელიანი
ვორქშოფი: - ბუბა რადიანი & გიორგი კვიტატიანი
კვირა 2 : შემოქმედებითი გუნდი - კრეატიული ტვინები - თოკა არეშიძე
ვორქშოფი: გიორგი მაღრაძე & მარი სუხიშვილი
კვირა 3 : დიზაინისა და კომპოზიციის პრინციპები - აკაკი რაზმაძე
ვორქშოფი: შოთა ჩინჩალაძე & ნიკა კუმბარი; ანა სანიკიძე & ლევან რატიშვილი
კვირა 4 : ილუსტრაცია და კონცეპტუალური აზროვნება - თამარა გედევანიშვილი
ვორქშოფი: სოფო ჩერქეზიშვილი
კვირა 5 : ფოტო და მოძრავი გამოსახულება - ნინო გორდელაძე
ვორქშოფი: დიმა ჩიკვაიძე & ანა ჩუბინიძე
კვირა 6 : პერსონალური პროექტის განვითარება - ეკა ყიფიანი
ვორქშოფი: გიორგი ავალიანი
კვირა 7 : ჩემი პირველი პორტფოლიო - ვორქშოფი: ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად
კვირა 8 : ხელოვნება, კრეატივი და ტექნოლოგიები - დავით ჯიბლაძე
პროგრამის სრული აღწერა და ტრენერების შესახებ ინფორმაცია: https://university.gipa.ge/Pre-Bachelor-Portfolio-Program
რეგისტრაცია: https://university.gipa.ge/PB-Portfolio-Program-Registration
