• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება - პერსპექტივები და გამოწვევები

    25 მაისი, 2015

    მიმდინარე წლის 22-23 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, საქართველოს საზოგაოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA), ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა და საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბმა ორგანიზება გაუწია აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება - პერსპექტივები და გამოწვევები“. 


    აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავდა პოლიტიკოსების, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისგან  ფორუმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინტენსიურ დიალოგს ევროინტეგრაციის საკითხებზე.