ჯიპა და ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი პრემიის ლაურეატებს აცხადებენ

15 ივნისი, 2015

9 ივნისს თბილისში გაიმართა ჯიპა-ფრიდმანის მეოთხე ყოველწლიური დაჯილდოვება, რომელიც ქართული ჟურნალისტიკის მიღწევების წარმოჩენას ისახავს მიზნად.

ჯიპა-ფრიდმანის პრემია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში (სატელევიზიო პროექტი) გადაეცა სტუდია მონიტორის ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილს. საპრიზო გახდა მისი ნამუშევარი ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების შესახებ, რომელთა მდგომარეობა ქართველმა ექიმებმა უიმედოდ ჩათვალეს, საფრანგეთში კი მედიკოსებმა მათი განკურნება მოახერხეს.

ჯიპა-ფრიდმანის პრემია ჟურნალისტიკაში (ბეჭდური პროექტი) მიენიჭა გურიანიუსის ჟურნალისტ ნატო გოგელიას. პრიზი მოიპოვა მისმა ნამუშევარმა სახელმწიფო დანახარჯებში გამოვლენილი კორუფციული გარიგებების შესახებ, რომელიც საბავშვო ბაღების სარემონტო სამუშაოებზე დაფიქსირდა. რეპორტაჟის გამოქვეყნების შემდგომ ხსენებულ საქმეზე დაიწყო გამოძიება.

ჯიპა-ფრიდმანის პრემია საგამოძიებო ინტერვიუსთვის გადაეცა სტუდია მონიტორის ჯურნალისტ გიორგი მგელაძეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საქართველოს ფოსტაში წარმოჩენილი ნეპოტიზმისა და შემოსავლების შემცირების გაშუქებისთვის.

ჯიპა-ფრიდმანის პრემია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში (ბეჭდური პროექტი) მიენიჭა გელა მთივლიშვილს კახეთის რეგიონული საინფრომაციო ცენტრიდან რეპორტაჟების სერიისთვის ISIS-ის კავშირების შესახებ პანკისის ხეობაში.

სპეციალური ვერცხლის პრიზი გადაეცა ნინო ზაუტაშვილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის „რეალური სივრცის“ წამყვანს, იმ პროცესების სიღრმისეული გაშუქებისთვის რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს მთვრობის მიერ გათხრების ნებართვის გაცემას საყდრისის ოქროს საბადოების იმ ტერიტორიაზე, რომლის დაცვისკენაც არქეოლოგები მოუწოდებდნენ.

ჯიპა-ფრიდმანის სერთიფიკატი საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გადაეცა პროექტ „ორგანიზებული დანაშაული და კორუფციის გაშუქება“-ზე მომუშავე ნინო ბაქრაძეს პარკის რეინჯერის იდუმალი მკვლელობის გამოძიებისთვის.

ჯიპა-ფრიდმანის სერთიფიკატი სატელევიზიო პროექტისთვის საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მიენიჭა ჯაბა ანანიძეს, საგამოძიებო სტუდია „Rec”-ის დამფუძნებელს, წარმოებული ანალიზისთვის თუ რატომ არ გახდა საქართველოსთვის კულტურული მემკვიდრეობა ეკონომიკური კაპიტალის წყარო.

გამარჯვებულებს ჯილდოებს გადასცემდნენ პულიცერის პრემიის ლაურეატი ჯოშ ფრიდმანი და გამოჩენილი ქართველი ჟურნალიტები, რომლებიც აგრეთვე ჟიურის წევრებს წარმოადგენდნენ. ცერემონია რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა.

ჟიურიმ 80-მდე ნამუშევარი განიხილა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: საგამოძიებო პროფესიონალიზმი, კვლევა, ინოვაცია, საზოგადოებაზე მოხდენილი გავლენა და ეთიკა.

ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრმა (EJC) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა ჯიპა-ფრიდმანის პრემია 2012 წელს დაარსეს რათა წარმოეჩინათ საგამოძიებო ქართულ ჟურნალისტიკაში მიღწეული წარმატებები. ეს ჯილდო EJC-ის, როგორც Press Freedom 2.0 კონსორციუმის წევრის, ხუთწლიანი პროექტის ნაწილია საქართველოში. კონსორციუმი დაფინანსებულია ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მისი წევრები არიან ჰოლანდიაში დაფუნებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები Free Press Unlimited და Mensen met een Missie.

ფრიდმანის პრემიის დაჯილდოვების ცერემონიის დასრულების შემდგომ ოფიციალურად დაიწყო Homicide Watch Georgia-ს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას მკვლელობების, განსაკუთრებით კი ქალთა მკვლელობების შესახებ და ამისთვის ხელს უწყობს ჟურნალისტებს კრიმინალის ტრენდებზე ინფორმაციის მოპოვებასა და შედგების უკეთ გაშუქებაში.

ეს პროექტი წარმოადგენს ჯიპას ჟურნალისტიკის სკოლის, JumpStart Georgia-ს ვიზუალიზაციის პროექტისა და პროექტ „ორგანიზებული დანაშაული და კორუფციის გაშუქება“-ს (OCCRP) თანამშრომლობის შედეგს. პროექტი მოუწოდებს საქართველოს მედია დაწესებულებებს და ჟურნალისტებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს და საზოგადოებას მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია ჰომიციდის საკითხებზე.

თამთა უტიაშვილმა, ჯიპას ჟურნალისტიკის სტუდენტმა წარადგინა სტატიათა კრებული ფემიციდის თემაზე. სტატიები, რომლებზეც ჯიპას სტუდენტები მუშაობდნენ ყურადღებას ამახვილებს ქალთა მკვლელობებზე, სადაც დამნაშავეებად გვევლინებიან როგორც ინტიმური ასევე არაინტიმური პარტნიორები, ღირსების მკვლელობებზე და ჰომიციდის სხვა ფორმებზე.

http://newscafe.ge/homicide/Honor_killing.html