GIPA -ს სოფლის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის (DRDVE) და სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) თანამშრომლობის ეგიდით, 2024 წლის 1 და 2 მაისს, კლუბ ფრონტლაინ ჯორჯიაში, “ინიციატივა 50X2030-ის” ფარგლებში, გაიმართა მორიგი ტრენინგი "სოფლის მეურნეობის პროგრამების გავლენების ზემოქმედების გაზომვა".
ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს, მონიტორინგის, შეფასების და სწავლის პროფესიონალთა ასოციაციის (MELPA), USAID-ს, IFAD-ის საერთაშორისო ექსპერტები, GIPA-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები. Სესიის დასასრულს, აქტიური პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე: მონიტორინგის და შეფასების სისტემები საქართველოში, რომელსაც უძღვებოდა IFAD-ის საერთაშორისო ექსპერტი, მაიკლ სტაინერი. სადისკუსიო პანელში მონაწილეობა მიიღეს:
მარიამ გაიმარჯვაშვილმა - სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველო, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტი, MEPA;
მაია გუნცაძემ-USAID შუა დერეფნის ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის პროგრამა – MEL/CIA მენეჯერი, ALTE უნივერსიტეტის პროფესორი;
ანა კვინტრაძემ-მონიტორინგის, შეფასების და სწავლების პროფესიონალთა ასოციაცია (MELPA), დირექტორი;
ნანი მაჭარაშვილმა- GIPA-ს პროფესორი.