• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • შიდა მობილობა

    19 აგვისტო, 2026

    შიდა მობილობის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტებს, რომლებიც უკვე ირიცხებიან და სწავლობენ უნივერსიტეტის ერთ-ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაძლებლობა აქვთ, გადავიდნენ და სწავლა გააგრძელონ GIPA-ს სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე.

    2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობის ვადებია:

    • 1 – 9 სექტემბერი:  შიდა მობილობით სარგებლობის მსურველთა მიერ საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა;
    • 10 – 11 სექტემბერი: კომისიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და მსურველებთან გასაუბრება;
    • 14 სექტემბერი:  შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელების მიერ კრედიტების აღიარება;
    • 15 სექტემბერი: პროგრამის კოორდინატორების მიერ შიდა მობილობის მსურველთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი დადასტურება (თანხმობა ან უარი);
    • 15 – 16 სექტემბერი: პროგრამის კოორდინატორების მიერ შიდა მობილობის წესით ჩასარიცხ პირებთან ხელშეკრულების გაფორმება.

    შიდა მობილობით სარგებლობის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართონ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორს.

    ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამაზე შიდა მობილობის მსურველთათვის შემოქმედებით კონკურსთან დაკავშირებული ეტაპები და ვადებია:

    • 25 ივლისი – 25 აგვისტო: შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაცია და უნივერსიტეტის მიერ წინასწარ მითითებულ პლატფორმაზე სამოტივაციო ვიდეოს, პორტფოლიოს ან საკონკურსო დავალების ატვირთვა;
    • 26 – 31 აგვისტო:  წარდგენილი ნამუშევრების/მასალების ჟიურის მიერ შეფასება და სტუდენტთა შერჩევა;
    • 1 სექტემბერი: მობილობის მსურველთათვის შემოქმედებითი კონკურსის შედეგების გაცნობა;
    • 7 სექტემბერი: პროგრამის კოორდინატორის მიერ შიდა მობილობის მსურველთათვის კრედიტების გაცნობა და წერილობითი დადასტურება (თანხმობა ან უარი);
    • 15 სექტემბერი: პროგრამის კოორდინატორის მიერ შიდა მობილობის წესით ჩასარიცხ პირებთან ხელშეკრულების გაფორმება.

    შემოქმედებით კონკურსზე ასატვირთი დოკუმენტების ჩამონათვალი, კონკურსის სახელმძღვანელო PDF ფორმატში და რეგისტრაციის ბმული იხილეთ ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამის გვერდზე.

    აუდიო-ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე შიდა მობილობის მსურველთათვის შემოქმედებით კონკურსთან დაკავშირებული ეტაპები და ვადებია:

    • 27 ივლისი – 27 აგვისტო:  შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაცია და უნივერსიტეტის მიერ წინასწარ მითითებულ პლატფორმაზე სამოტივაციო ვიდეოს, პორტფოლიოს ან საკონკურსო დავალების ატვირთვა;
    • 28 – 31 აგვისტო:  წარდგენილი ნამუშევრების/მასალების ჟიურის მიერ შეფასება და სტუდენტთა შერჩევა;
    • 1 სექტემბერი: მობილობის მსურველთათვის შემოქმედებითი კონკურსის ჩატარება;
    • 7 სექტემბერი:  პროგრამის კოორდინატორის მიერ შიდა მობილობის მსურველთათვის კრედიტების გაცნობა და წერილობითი დადასტურება (თანხმობა ან უარი);
    • 15 სექტემბერი:  პროგრამის კოორდინატორის მიერ შიდა მობილობის წესით ჩასარიცხ პირებთან ხელშეკრულების გაფორმება.

    შემოქმედებით კონკურსზე ასატვირთი დოკუმენტების ჩამონათვალი, კონკურსის სახელმძღვანელო PDF ფორმატში და რეგისტრაციის ბმული იხილეთ აუდიო-ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის გვერდზე, შემოქმედებითი კონკურსის განყოფილებაში.