შვედეთის ინსტიტუტის აკადემია ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის (SAYP)
“მიგრაცია და ინტეგრაცია: ინკლუზიური საზოგადოებების გამოწვევები და ეფექტური პრაქტიკა”
თბილისი, 10-21 ივნისი, 2024
განაცხადები მიიღება 2024 წლის 5 აპრილამდე
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), გოთენბურგის უნივერსიტეტთან ერთად და შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით, მართავს „ახალგაზრდა პროფესიონალთა აკადემიას“ (SAYP) მიგრაციისა და ინტეგრაციის საკითხებზე (თბილისი, 10-21 ივნისი, 2024).
„აკადემია“ მოიცავს ლექცია-სემინარებს, პრობლემის გადაწყვეტაზე მიმართულ სავარჯიშოებსა და პროექტზე მუშაობას, სთავაზობს მსმენელებს ანალიტიკურ და პრაქტიკულ ინსტრუმენტთა მდიდარ კომპლექტს, ეხმარება მათ სიღრმისეულად ჩასწვდნენ მიგრაცია/ინტეგრაციის პოლიტიკურ, სოციალურ და ადმინისტრაციულ გამოწვევებს და ორიენტაცია აიღონ ეფექტური პრაქტიკული მაგალითების იდენტიფიცირებაზე მმართველობის ყველა დონეზე.
შერჩევითი კონკურსისთვის განაცხადები მიიღება 2024 წლის 5 აპრილამდე.
კონკურსზე დაიშვებიან 25-დან 40 წლამდე ახალგაზრდა პროფესიონალები, რომლებიც მუშაობენ საჯარო სექტორში, სამოქალაქო საზოგადოებასა ან ბიზნესში, პოლიტიკაში ან ადმინისტრაციაში და აქვთ მანდატი, განახორციელონ ცვლილებები თავიანთ ორგანიზაციაში.
კონკურსი ცხადდება აზერბაიჯანის, ბელორუსიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვას, პოლონეთის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინისა და შვედეთის მოქალაქეებისთვის. კონკურსანტებს არ ესაჭიროებათ ცხოვრება ან მუშაობა რომელიმე ჩამოთვლილ ქვეყანაში, ისინი მხოლოდ მოქალაქეები უნდა იყვნენ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საჯარო სექტორის თანამშრომლებს აზერბაიჯანსა და ბელორუსში არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ SAYP აქტივობებში, არც ფიზიკურად, არც ონლაინ.
„აკადემიაში“ მონაწილეობა - მგზავრობის, სასტუმროს ხარჯებისა და კვების ჩათვლით - უფასოა.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული