დამატებითი სპეციალობა (მაინორი) ანიმაციაში

18 მაისი, 2015

აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის ბაზაზე შეიქმნა დამატებითი სპეციალობა (მაინორი) ანიმაციაში.

2014 წლის დეკემბერში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროექტის დაფინანსების შედეგად უნივერსიტეტში შეიქმნა კომპიუტერული გრაფიკის უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია, რამაც საშუალება მოგვცა აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შევქმნათ დამატებითი სპეციალობა, მაინორი ანიმაციაში.

ანიმაციაში დამატებითი სპეციალობის (მაინორი)  მისაღებად საგნები ELT /ANM101*, ELT / ANM 102*, ELT / ANM 105*, ELT/ ANM 108*, ELT / ANM 109*, ELT / ANM 110* მიეკუთვნება სავალდებულო არჩევით საგნებს. (6 საგნიანი მოდული)

არჩევითი 24 კრედიტისა და ძირითადი საგნების 36 კრედიტი შეადგენს 60 სავალდებულო კრედიტების რაოდენობას ანიმაციაში მაინორის მისაღებად.