GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ადამიანური რესურსების მართვის, სწავლების სრულყოფის ცენტრის (TEC) მიერ, 2023 წლის 16 ნოემბერს, ფრონტლაინ კლუბში ჩატარდა ვორქშოფი „Innovative Methods In Pedagogy”. ცენტრი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს სთავაზობს მოკლევადიან ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით და მიზნად ისახავს პერსონალის საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათი სწავლების მიდგომების გაუმჯობესებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
ტრენინგს უძღვებოდა პროფესორი ჟან-შარლ კაილიეზი, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ვიცე პრეზიდენტი. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა, GIPA-ს პერსონალისთვის სწავლების ინოვაციური მეთოდებისა და მათი პრაქტიკაში დანერგვის გზების გაცნობა. ტრენინგის პირველი ნაწილი განხორციელდა პრეზენტაციის სახით, სადაც სპიკერმა მონაწილეებს გააცნო საკუთარი გამოცდილება და სხვადასხვა ინოვაციური მეთოდი სწავლებაში, ხოლო მეორე ნაწილი დაეთმო ვორქშოფს, სადაც ტრენერი აუდიტორიასთან ერთად პრაქტიკაში იყენებდა აღნიშნულ მეთოდებს. კონფერენცია/ვორქშოფი წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში.