ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამები 2024 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის ერაზმუს+ პროგრამებზე, შემდეგ უნივერსიტეტებში:
- ვინდესჰაიმის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) Windesheim University of Applied Sciences
- უტრეხტის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) Utrecht University of Applied Sciences
- ლაიდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) University of Applied Sciences Leiden
- ჰამბურგის უნივერსიტეტი (გერმანია) University of Hamburg
- ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლა (გერმანია) Berlin School of Economics and Law
- ჰანოვერის უნივერსიტეტი (გერმანია) Leibniz University Hannover
- დარმშტადის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია) Darmstadt University of Applied Sciences
- ნაპოლის ფედერიკო II სახელობის უნივერსიტეტი (იტალია) Università degli Studi di Napoli Federico II
- კალიარის უნივერსიტეტი (იტალია) University of Cagliari
- რიეკას უნივერსიტეტი (ხორვატია) University of Rijeka
- ჰააგა-ჰელიას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ფინეთი) Haaga-Helia University of Applied Sciences
- NLA საუნივერსიტეტო კოლეჯი (ნორვეგია) NLA University College
- ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (ლიეტუვა) European Humanities University
- უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი) Université Paris 8
- კოიმბრას უნივერსიტეტი(პორტუგალია) University of Coimbra
- უნგრეთის სოფლის მეურნეობისა და სიცოცხლის შემსწავლელი მცნიერებების უნივერსიტეტი (უნგრეთი) Hungarian University of Agriculture and Life Sciences
- ვარშავის ეკონომიკის სკოლა (პოლონეთი) Warsaw School of Economics
- მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი) Masaryk University
- კორდობას უნივერსიტეტი (ესპანეთი) University of Cordoba
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA არანაკლებ 3.0-ისა);
შენიშვნა: ერაზმუს+ ძირითადი სტიპენდიის გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში, დამატებით განსაზღვრულია ყოველთვიურად 250 ევროს ოდენობის დახმარება შემდეგი კატეგორიის პირთათვის:
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ);
- ქრონიკული დაავადების მქონე პირი; (როდესაც დაავადება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან საზღვარგარეთ ყოფნისას);
- სტუდენტი, რომელსაც საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში თან უნდა ახლდეს ბავშვი;
- სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტი;
ამ შემთხვევაში, სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სტატუსის/ვითარების დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი ინგლისურ ენაზე, ან/და ქართულიდან ინგლისურზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (სკანირებული PDF ვერსია);
იხილეთ სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1)
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 13 სექტემბერი, 19:00 საათი;
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!