გამოცხადდა შიდა მობილობა GIPA-ს საბაკალავრო პროგრამებზე!
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის ვადა:
შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ პირთა მიერ დოკუმენტაციის
წარმოდგენა - 29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით.
რა უნდა გაითვალისწინოს სტუდენტმა?
საბაკალავრო პრგორამებზე მობილობის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია
სტუდენტის მიერ ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული საგნები. კერძოდ, სტუდენტს
მობილობით შეუძლია გადასვლა მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზე დაშვების
წინაპირობაც შეესაბამება მის მიერ ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ საგნებს (უცხო
ენა, მაგალითად ზოგიერთ პროგრამაზე მხოლოდ ინგლისური ენა ბარდება; ასევე,
შესაძლოა, ზოგიერთ პროგრამაზე მხოლოდ ისტორია, მათემატიკა ან სხვა საგანი
ბარდებოდეს). მაგალითად, თუ სტუდენტმა ჩააბარა მათემატიკის გამოცდა, მას
მობილობით შეუძლია გადასვლა იმ პროგრამაზე, სადაც დაშვების წინაპირობად ასევე
მათემატიკის გამოცდაა განსაზღვრული (და არა მაგალითად მხოლოდ ისტორია ან
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება). ასეთივე შემთხვევაა უცხო ენასთან
მიმართებითაც (მაგალითად, თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული
აქვს გერმანული ენა, ის მობილობით ვერ გადავა იმ პროგრამაზე, სადაც მხოლოდ
ინგლისური ენა ბარდება).
შიდა მობილობის სარგებლობის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ იმ პროგრამის კოორდინატორებს, რომელზე გადასვლაც სურთ.