პროექტ DUGEOR ადგილობრივი კომიტეტის პირველი შეხვედრა

03 ივლისი, 2023

პროექტ DUGEOR ადგილობრივი კომიტეტის პირველი შეხვედრა
ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი მომავალი 4 წლის
განმავლობაში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული CBHE
პროექტის - საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში დუალური
განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (DUGEOR) -
განხორციელებაში.

პროექტის მიზნებია: საქართველოში უმაღლესი განათლების
კურსდამთავრებულთა კომპეტენციების გაუმჯობესება დამსაქმებელთა
საჭიროებების შესაბამისად; კურსდამთავრებულთა დასაქმების გაზრდა და
სწავლისადმი მათი მოტივაცია; სტუდენტების მიერ სწავლის დაფინანსების
ხელმისაწვდომობის ზრდა; სხვადასხვა ინდუსტრიულ სექტორსა და ბიზნესებში
წარმოდგენილი კომპანიების საჭიროებებისა და სპეციფიკური მოთხოვნების
დადგენა;

პროექტის პარტნიორები არიან:
University Business Academy in Novi Sad ( Serbia) - წამყვანი უნივერსტიტეტი
FH Joanneum University of Applied Sciences (Austria)
DHBW, Baden- Wuerttemberg Cooperative State University (Germany)
ქართველი პარტნიორები:
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (ბსსა)
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი (ბნსუ)
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ)
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ)
ქართული ბიზნეს ორგანიზაციები:
Vengo ჯგუფი / Vengo
INTERLOGGEORGIA / INTLOG
ღვინის კომპანია შუმი / შპს შუმი
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი / NCEQE
Wilhelmsen Ships Service Georgia / WSS Georgia

2023 წლის 30 ივნისს DUGEOR პროექტის ფარგლებში შედგა პროექტში ჩართული
ქართველი პარტნიორების შეხვედრა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.
დღის წესრიგი იყო შემდეგი ხუთი საკითხი:

1. დასავლეთში არსებული საუკეთესო პრაქტიკების ანალიზი დუალურ
უმაღლეს განათლებაში - პრეზენტაცია და დისკუსია
2. დამსაქმებლების (ბიზნეს სექტორის) საჭიროებების კვლევის დიზაინის
შემუშავება
3. შესყიდვების პროცესის მიმდინარეობა

4. დისემინაციასთან და რეპორტინგთან დაკავშირებული საკითხები
5. სამომავლო სასწავლო ვიზიტი გერმანიაში.

პირველ საკითხთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა WP2-ის ლიდერმა
ორგანიზაცია GIPA-მ. ამ დავალების ფარგლებში მომზადებულია დასავლეთში
არსებული საუკეთესო პრაქტიკების ანალიზის ანგარიშის წინასწარი ვერსია.
განხილულია 4 ქვეყნის - ავსტრია, გერმანია, ესპანეთი და სერბეთის 20 დუალური
უმაღლესი განათლების პროგრამა.

მონაწილეთა მხრიდან გამოითქვა გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები
ანგარიშთან დაკავშირებით. შეხვედრაზე შევთანხმდით რომ 10 ივლისამდე მოხდეს
აღნიშნული შენიშვნების მოწოდება და ასახვა დოკუმენტში.
შეხვედრაზე ასევე შევთანხმდით, რომ მოხდება დოკუმენტის თარგმნა ინგლისურ
ენაზე და ევროპელ პარტნიორებთან გადაგზავნა შემდგომი შენიშვნებისა და
საბოლოო ანგარიშის შესაქმნელად.

დღის წესრიგის მეორე საკითხი შეეხო ბაზრის საჭიროებების ანალიზს.
წარმოდგენილი იქნა კვლევის დიზაინი, კვლევის კითხვები და გამოსაკითხი
სავარაუდო კომპანიების სია. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ საბოლოო კვლევის
დიზაინი ჩამოყალიბდება 15 ივლისისთვის.

მესამე საკითხზე, რომელიც მიეძღვნა ტექნიკის შესყიდვებს, ისაუბრა WP5-ის
ლიდერმა, თესაუს წარმომადგენელმა თამარ ასლანიშვილმა და მოუწოდა
კონსორციუმის წევრებს მიაწოდონ ინფორმაცია გამოცხადებული ტენდერების
შესახებ 15 ივლისამდე. შეხვედრაზე ითქვა, რომ ყველა შესყიდვა უნდა
დასრულდეს სექტემბრის ბოლოსთვის.

BSMA წარმომადგენელმა, თეონა ძნელაძემ ისაუბრა WP7 დისემინაციის ამოცანების
შესახებ. ითქვა, რომ შექმნილია ვებ-გვერდი dugeor.ge და მასზე განთავსებულია
პროექტის შესახებ მასალები ინგლისურ ენაზე. მიმდინარეობს ქართულენოვანი
მასალის თარგმნა და ატვირთვა. თეონა ძნელაძემ ასევე შეახსენა მონაწილეებს,
რომ მნიშვნელოვანია დროულად იქნას გამოგზავნილი პროექტთან
დაკავშირებული აქტივობების ამსახველი ინფორმაციის გაგზავნა WP7 ლიდერთან,
რათა მოხდეს პროექტის აქტივობების ასახვა ვებ-პორტალებზე (10 ივლისამდე).

შეხვედრის მომდევნო საკითხებად განხილულ იქნა პროექტის პირველი პერიოდის
რეპორტის ვადები და ყველა მონაწილეს მიეწოდა ინფორმაცია თუ რა უნდა იქნას
წარმოდგენილი (ფინანსური და დისემინაციის ამსახველი რეპორტები).
შეხვედრის ბოლოს განხილულ იქნა გერმანიაში მომდევნო სასწავლო ვიზიტთან
დაკავშირებული ლოჯისტიკური საკითხები.